ტრინიკა
ტრინიკა 250 კს მიეკუთვნება პირეტროიდების ჯგუფის ინსექტიციდებს. ნერვული უჯრედების მემბრანის ნატრიუმის არხებზე ზემოქმედებით იგი არღვევს ნერვების გამტარიანობას, რაც იწვევს მათ მუდმივ აქტივაციას და საბოლოოდ მავნებლის სიკვდილს.
გამოყენების რეგლამენტი:
| კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა და პერიოდი | ლოდინის პერიოდი |
| ზეთისხილი | ზეთისხილის ბუზი (Boctrocera oleoe) | 6 მლ/100 ლ წყალი, ლარვას ფაზაში | 3 დღე |
| სიმინდი | სიმინდის ღეროს ფარვანა (Ostrinia nubilalis) | 0.06 ლ/ჰა | 14 დღე |
| ვაშლი | ვაშლის ნაყოფჭამია (Cydia pomonella) | 4 მლ/100 ლ წყალი, ლარვას ფაზაში | 3 დღე |
| პომიდორი (ღია გრუნტი) | ბამბის ხვატარი (Helicoverpa armigera) | 0.1 ლ/ჰა | 3 დღე |
| ხორბალი | მავნე კუსებურა (Eurygaster spp.) | 0.04 ლ/ჰა | 14 დღე |
გამოყენების ინსტრუქცია
ზეთისხილი - ზეთისხილის ბუზი: როდესაც ნაყოფი კვერცის დადებისთვის შესაფერის ფაზას მიაღწევს, უნდა დათვალოთ დახვრეტილი ნაყოფების რაოდენა. თუ ნაყოფებზე შენიშნავთ ნახვრეტების რაოდენობის და ასევე ხაფანგებში დაჭერილი ზრდასრული ზეთისხილის ბუზებს რაოდენობის ზრდას, უნდა განახორციელოთ ქიმიური კონტროლი.
სიმინდი - სიმინდის ღეროს ფარვანა: გამოყენება უნდა განხორციელდეს პირველი კვერცხების აღმოჩენისთანავე. პირველი დამუშავების შემდეგ, განახორციელეთ დამატებით ორი დამუშავება 15-დღიანი ინტერვალებით.
ვაშლი – ვაშლის ნაყოფჭამია: ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ დამუშავება უნდა განხორციელდეს პროგნოზირებისა და ადრეული გამაფრთხილებელი სისტემის შესაბამისად. ვაშლის ნაყოფჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის მიზანია მავნებლის ლარვას ფაზაში ხეების ინსექტიციდით დაფარულ მდგომარეობაში შენარჩუნება, რათა მავნებელი ნაყოფში შეღწევამდე განადგურდეს.
პომიდორი (ღია გრუნტი) – ბამბის ხვატარი: შედით ნაკვეთში დიაგონალურად და, ნაკვეთის ფართობიდან გამომდინარე, შეამოწმეთ 50–100 მცენარე. შეამოწმეთ მცენარეების ყვავილები, ფოთლები, ღეროები, ნაყოფი და ყლორტები კვერცხებისა და ლარვების არსებობაზე. თუ 100 მცენარიდან 5 აღმოჩნდება ინფიცირებული, უნდა განხორციელდეს დამუშავება.
ხორბალი – მავნე კუსებურა: მას შემდეგ, რაც მავნე კუსებურა ნაკვეთში გადაინაცვლებს, ტარდება გარკვეული გამოთვლები და შეფასებები. ამ შეფასებების და მონაცემების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, საჭიროა თუ არა ქიმიური კონტროლი.
თავსებადობა
პროდუქტის სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან შერევა არ არის რეკომენდებული.
სამუშაო ნაზავის მომზადება: ხარჯვის ნორმის მიხედვით გამოთვლილი პრეპარატი წინასწარ შეურიეთ გარკვეულ რაოდენობის წყალს ცალკე ჭურჭელში. შეავსეთ შემასხურებლის ავზი ნახევრამდე წყლით. მორევის დროს დაამატეთ წინასწარ მომზადებული ნაზავი ავზში. განაგრძეთ მორევა და შეავსეთ ავზი სრულად წყლით. ნაზავის მორევა განაგრძეთ პესტიციდის გამოყენების განმავლობაში. მომზადებული სამუშაო ნაზავი გამოიყენეთ იმავე დღეს.
ტოქსიკურია თევზებისთვის. არ დაბინძუროთ გრუნტის და ზედაპირული წყლები. ტოსიკურია ფუტკრებისთვის. არ გამოიყენოთ ყვავილობის პერიოდში. არ გამოიყენოთ პროდუქტის ცარიელი შეფუთვა სხვა მიზნებისთვის. გაანადგურეთ სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დაბინძურებული ხელსაწყოები და აღჭურვილობა კარგად გარეცხეთ საპნით ან სოდის ხსნარით.
რეზისტენტობა
ტრინიკა 250 კს, მოქმედების მექანიზმით კლასიფიცირებულია, როგორც 3A ჯგუფის ინსექტიციდი. იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე მცენარეთა დაცვის საშუალებების განმეორებითმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეზისტენტობა. შესაბამისად, რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, ნუ გადააჭარბებთ ერთ სავეგეტაციო სეზონზე ტრინიკას გამოყენების რეკომენდებულ ჯამურ რაოდენობას. იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია განმეორებითი დამუშავება, ყურადღება უნდა მიექცეს განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე ინსექტიციდების გამოყენებას (გარდა 3A ჯგუფისა).