ტორფი Kekkilä DSM 1 W R0630
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ტორფი Kekkilä DSM 1 W R0630 XL

პროდუქტის კოდი: AD000004050
100.22
აირჩიეთ:
მოცულობა: 280 ლიტრი (53 კგ.)
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 60.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Kekkilä BVB
ქვეყანა
ფინეთი

პროდუქტის აღწერა

 

ტორფი მცენარეული და ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად მიღებული ბუნებრივი რესურსია, რომელიც უნიკალურია ნიადაგის საკვები ნივთიერებებით შესავსებად. ტორფი წარმოიქმნება წყალგამყოფებზე, ჭაობიან მიწებზე, იქ სადაც ჟანგბადის დაბალი დონე მცენარეული მასალის დაშლას ანელებს. ეს პროცესი კი ორგანული ნივთიერებების მრავალწლიან დაგროვებას უწყობს ხელს. 

 

ტორფი ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, როგორც ნიადაგის შემავსებელი და გამანოყიერებელი საშუალება. მასში არსებული ორგანული ნივთიერებების დიდიშემცველობა ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას, წყლის შეკავებისა და აერაციის მაღალი ხარისხის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. 

 

ტორფი Kekkilä DSM 1 W R0630 XL

 

მაღალი ხარისხის სპეციალური ტორფის სუბსტრატი სასუქის ოპტიმალური შემცველობით, ბოსტნეული და დეკორატიული კულტურების ჩითილის გამოსაყვანად კასეტებში, ღია და დახურულ გრუნტში.

 

ტორფის შემადგენლობა

 

  • ორგანული მასა 85-95%, დოლომიტიზებული კირქვა;
  • სასუქის შემცველობა 0,6 კგ/მ3  N-15%, P2O5-12%, K2O-29%
  • მიკროელემენტები MgO-1,0%, В-0,03%, SO3-18,7, Fe (EDTA)-0,09, Mn (EDTA)-0,16, Zn (EDTA)-0,04, Cu (EDTA)-0,15, Mo-0,05
  • მჟავიანობა - рН 5,9
  • ელექტრო გამტარობა - ЕС 24

 

ტორფის გამოყენების ინსტრუქცია

 

განფუთვის შემდეგ უნდა დაემატოს წყალი შემდეგი გაანგარიშებით: 15-20 ლიტრი აღნიშნულ, 280 ლიტრ მოცულობის, შეფუთვაზე.

 

ყურადღება

 

გადაჭარბებულმა შერევის ხანგრძლივობამ შეიძლება გამოიწვიოს სტრუქტურის დაკარგვა (შერევის ხანგრძლივობა მაქს. 5 წთ). წყლის დამატება აუცილებელია გრანულების წარმოსაქმნელად და ტორფის საჭირო მოცულობის მისაღებად.

 

ტორფის უპირატესობები

 

  • იწარმოება მაღალი ხარისხის ტორფის ხავსებისგან (სფაგნუმი)
  • აქვს ფოროვანი სტრუქტურა და ინარჩუნებს დიდი რაოდენობით ჰაერს
  • წარმოების პროცესში ტორფის გამოშრობა ბუნებრივი მეთოდით ჰაერზე ხდება, რაც ხელს უწყობს მასში ცოცხალი სასარგებლო მიკრობების შენარჩუნებას. ამგვარი მეთოდით შექმნილი ტორფი შემდგომში ახალგაზრდა მცენარეს მატებს გამძლეობას,ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა Pythium, Fusarium, Rhizoctonia.
  • გააჩნია დარეგულირებული ტუტოვანი ბალანსი pH-ის მიხედვით
  • არ საჭიროებს კირქვის დამატებას
  • შეიცავს ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს და დამატენიანებელ აგენტს
  • შეიცავს წყალში ხსნადი კომპლექსური სასუქების საჭირო რაოდენობას
  • შეიცავს მიკროლელემენტების საჭირო რაოდენობას
  • არ შეიცავს სარეველების თესლებს, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, დაავადების გამომწვევ ფიტოპათოგენებს, მძიმე მეტალების იონებს
  • კომპანია Kekkilä-ს მიერ წარმოებული ტორფი შეესაბამება ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებს. პროდუქციის ხარისხი მოწმდება რეგულარულად დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ, რამდენიმე ნიმუშის შერჩევით

 

„აგროსფერო“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო გამოყენების ნივთიერებებსა და დანამატებს, მათ შორის ტორფს. ჩვენი პროდუქცია დაგეხმარებათ გაანოყიეროთ ნიადაგი, დაიცვათ მცენარეები და მიიღოთ უხვი მოსავალი. ტორფის შესაძენად გვესტუმრეთ ფილიალებში ან ისარგებლეთ ონლაინ მაღაზიით.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ტორფი Kekkilä DSM 1 W R0630 XL