ცვილი კალუსირებისთვის Proagriwax RH - Agrosphere
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

ცვილი კალუსირებისთვის Proagriwax RH

პროდუქტის კოდი: CT000004862
39.29 41.36 -5%

გააზიარე პროდუქტი

მომხმარებლის ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Norsk Wax
ქვეყანა
ნორვეგია

პროდუქტის აღწერა

ცვილი კალუსირებისთვის Proagriwax RH

კალუსირების პროცესში, ცვილი წარმოქნის ფიზიკურ ბარიერს რაც ამცირებს წყლის დანაკარგს და უზრუნველყოფს კარგ სანიტარულ მდგომარეობას ორი მცენარის მყნობის ადგილას. ცვილი ასევე შეიძლება შეიცავდეს აუქსინს (მცენარის ჰორმონს) რაც ასტიმულირებს უჯრედების ზრდისა და შეერთების პროცესს. Proagriwax RH, აუქსინის შემცველობის გამო, სპეციალურად წითელი შეფერილობისაა, მარტივად იდენტიფიცირებისა და შეხორცების პროცესის უკეთესი ხილვადობისთვის.

 

კალუსირებისთვის განკუთვნილი ცვილი უნდა იყოს  მოქნილი, რომ ხელი არ შეუშალოს უჯრედების ზრდისა და შეხორცების პროცესს. Proagriwax-ის ცვილი შეიცავს სპეციალურ პლასტიკურ ცვილებს, რომელთა წყალობით ინარჩუნებს მოქნილობას და ასევე ძალიან არ რბილდება მაღალ ტემპერატურაზე.

 

Proagriwax RH შეიცავს ჰორმონს 2.5-დიქლორობენზოიდურ მჟავას აქტიური ფორმით. აუქსინის კონცენტრაცია არის 0.002%. აუქსინის ეს ფორმა წყალში ხსნადია და ცვილში შერეულია სპეციალური ტექნოლოგიით. მყნობის ადგილის დაფარვისას ჰორმონი გადაინაცვლებს ცვილსა და მცენარეს შორის უჯრედების ზრდის და შეხორცების პროცესის სტიმულაციისთვის.

 

მახასიათებელი მეთოდი მაჩვენებელი
კონგელაციის (გაყინვის) წერტილი ASTM D938 60-65 °C
სიბლანტე ASTM D445 12-16 cSt
შეღწევადობა 25 °C ASTM D1321 1.6-2.0 მმ.
შეღწევადობა 43.3 °C ASTM D1321 5.5-8.0 მმ.
დნობის ტემპერატურა ASTM D3954 65–70 °C
ზეთის შემცველობა ASTM D721 < 2%
2.5-დიქლორობენზოიდური მჟავის შემცველობა   0.002%
შეფერილობა   წითელი

 

რეკომენდებული ტემპერატურა: დაახლოებით 80°C

გამოყენების ნორმა: 1-2 გრამი/მცენარეზე

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ცვილი კალუსირებისთვის Proagriwax RH