მელოდი დუო - Agrosphere
ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში! დახმარებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ support@agrosphere.ge-ზე ან დაგვირეკოთ ნომერზე 0322 500 900
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900

მელოდი დუო

პროდუქტის კოდი: 00000000115
354.96

გააზიარე პროდუქტი

პირადი ინფორმაცია

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
იპროვალიკარბი 55 გ/კგ, პროპინები 612 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
სველებადი ფხვნილი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

მელოდი® დუო წარმოადგენს სისტემურკონტაქტური მოქმედების ეფექტურ პრეპარატს. მას აქვს სამი სახის მოქმედების უნარი: სამკურნალო, დაცვითი და ანტისპორულანტური. პრეპარატი სწრაფად შედის ქსოვილში და მაშინვე გადაადგილდება მცენარეში. მისი მოქმედი ნივთიერება იპროვალიკარბი ხელს უწყობს მიცელიუმის არასწორ განვითარებას _ უჯრედის კედლები სქელდება და დეფორმირდება, აგრეთვე ფერხდება უჯრედისათვის საჭირო საკვები ნივთიერებების მიწოდება. შედეგად მიცელიუმის უჯრედების კედლების ფორმირების პროცესი ირღვევა. თუ იპროვალიკარბი საინკუბაციო პერიოდის პირველი 25%-ის გასვლამდე ფოთლის ქსოვილში მოხვდება, შესაძლოა მიცელიუმის განვითარება შეჩერდეს.

მელოდი® დუო აქტიურია განვითარების ყველა სტადიაზე, ზოოსპორების ზრდისას, მიცელიუმის ზრდისას (საინკუბაციო პერიოდის პირველ მეოთხედში), სპორულაცია და გამონაკლის შემთხვევებში ზოოსპორების გამოსვლისას. მისი გამოყენება რეკომენდებულია წამლობის პროფილაქტიკური სქემებისათვის.

უპირატესობები

  • მოქმედების ახალი მექანიზმი
  • ოომიციტების საწინააღმდეგო გამოყენებად ძირითად ნივთიერებებთან გადამკვეთი რეზისტენტობის არარსეობა
  • გამოიყენება, როგორც კომბინირებული პროდუქტი (მოქმედების განსხვავებული მექანიზმების კომპონენტები)
  • დამუშავებებს შორის ინტერვალი შერჩეული უნდა იქნეს კონკრეტული პირობებისათვის (ტენიანობა, მცენარის განვითარება, ინფექციური ფონი და სხვა)

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა)
ვაზი ჭრაქი 2.0-2.5 50 (2)
კარტოფილი ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი 2.0-2.5 10 (2)
პომიდორი ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი 2.0 7 (2)
კიტრი (ღია გრუნტი), ნესვი  ჭრაქი 2.0-2.5 7 (2)

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

მელოდი დუო