დესოლონი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

დესოლონი

პროდუქტის კოდი: 00-00025094
32.70
აირჩიეთ:
1 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
მეზოტრიონი 75 გ/ლ + ნიკოსულფურონი 30 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი (სკ)
მწარმოებელი
DEVA
ქვეყანა
თურქეთი

პროდუქტის აღწერა

დესოლონი

 

HRAC კლასიფიკაცია

ჯგუფი F2, B ჰერბიციდი

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა გამოყენების პერიოდი ლოდინის პერიოდი
სიმინდი ერთწლიანი და ზოგიერთი მრავალწლიანი მარცვლოვანი და ორლებნიანი სარეველები (შვია, ჯიჯლაყა, ავშანფოთლიანი ამბროზია, დანდური, ბოლოკა, მინდვრის მდოგვი, ხვართქლა, ნაცარქათამა, ლემა, ღიჭას სახეობები, ძურწა, მხოხავი ჭანგა, შალაფა) 2 ლ/ჰა ნათესების შესხურება კულტურის 2 - 8 ფოთლის ფაზაში 60 დღე

 

სამუშაო ნაზავის მომზადება

პირველ რიგში, პესტიციდის რეკომენდებული დოზა ცალკე კონტეინერში, მცირე რაოდენობის წყალში გახსენით. ავზი წყლით გაავსეთ ნახევრამდე. ცალკე ავზში პესტიციდების წინასწარ დამზადებული ნაზავი გადაიტანეთ შემასხურებლის ავზში. ავზი გაავსეთ წყლით ბოლომდე. წყლის ხარჯვის ნორმა 200 - 300 ლ/ჰა. დამუშავებისთვის გამოიყენეთ ბრტყელ-ჭავლური შემასხურებელი ბუნიკები. მომზადებული მცენარეთა დაცვის საშუალება იმავე დღეს გამოიყენეთ.

 

თავსებადობა

არ არის რეკომენდებული სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან შერევა. თუ ნაზავის მომზადება აუცილებელია, წინასწარ უნდა ჩატარდეს ტესტი თავსებადობაზე.

 

რეზისტენტობა

დესოლონი, მოქმედების მექანიზმის მიხედვით კლასიფიცირდება, როგორც ჰერბიციდი და მიეკუთვნება F2, B ჯგუფს. მცენარეთა დაცვის საშუალების პროდუქტის გამოყენება ანალოგიური მოქმედების მექანიზმით, იწვევს რეზისტენტობის განვითარებას. იმ შემთხვევებში, როდესაც დამუშავება მეორდება, გამოიჩინეთ სიფრთხილე, გამოიყენეთ მცენარეთა დაცვის საშუალებები განსხვავებული მოქმედების მექანიზმით (გარდა F2, B ჯგუფისა).

შემატყობინე როდის იქნება

დესოლონი