აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კუდოსი

პროდუქტის კოდი: 00-00006219
804.00
აირჩიეთ:
2.5 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
პროჰექსადიონ-კალციუმი 100 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში დისპერგირებადი გრანულები
მწარმოებელი
Fine Agrochemicals
ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

პროდუქტის აღწერა

მცენარეთა ზრდის რეგულატორი კუდოსი®

კუდოსი® არის მცენარეთა დაცვის საშუალება - ზრდის რეგულატორი (ფიტორეგულატორი), რომელიც გამოიყენება ვაშლის ხეებზე ყლორტების ზრდის შესაჩერებლად. სხვაგვარი გამოყენება ვაშლსა და მსხალზე, ბაქტერიული ამწვრობის შემდგომ გამოწვეული მეორადი ინფექციების შესამცირებლად.

 

მოქმედების მექანიზმი

მოქმედი ნივთიერება პროჰექსადიონ-კალციუმი ახდენს ზრდის ჰორმონის, ჰიბერელინის ბიოსინთეზის ინჰიბირებას. იგი ამცირებს ყლორტების ზრდას მუხლთაშორისების სიგრძის შემცირების ხარჯზე. პროდუქტს არ აქვს პირდაპირი ბაქტერიციდული ან ფუნგიციდური ეფექტი.

 

გამოყენების რეგლამენტი

ვაშლი - ყლორტების ზრდის შესაჩერებლად - 2,5 კგ/ჰა.

პირველი გამოყენება (ფენოლოგიურ ფაზაში, 3-5 განვითარებული ფოთლის ფაზაში (BBCH 31) - 1.25 კგ/ჰა.

მეორე გამოყენება (პირველი გამოყენებიდან 3-5 კვირის შემდეგ) - 1.25 კგ/ჰა.

ვაშლი, მსხალი - ხეხილის ბაქტერიული ამწვრობით (Erwinia amylovora) გამოწვეული მეორადი ინფექციების შესაკავებლად - 2,5 კგ/ჰა.

პირველი გამოყენება (ფენოლოგიურ ფაზაში, 3-5 განვითარებული ფოთლის ფაზაში (BBCH 31) - 1.25 კგ/ჰა.

მეორე გამოყენება (პირველი გამოყენებიდან 3-5 კვირის შემდეგ) - 1.25 კგ/ჰა.

შენიშვნა: პრეპარატის ეფექტურობისთვის სავალდებულოა სეზონზე ორჯერადი შესხურება.

 

წყლის ხარჯვის ნორმა: 300-1000 ლ/ჰა

დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა: 2

ლოდინის პერიოდი: 55 დღე

 

თავსებადობა

კუდოსი®-ს შერევა არ შეიძლება სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან, ზრდის რეგულატორებთან და სასუქებთან. არ შეიძლება შერევა ფოთლოვან სასუქებთან, რომლებიც შეიცავენ კალციუმს ან პროდუქტებთან ჰიბერელინის შემცველობით. ხეხილის ბაღებში, სადაც გამოყენებული იყო პროდუქტები ჰიბერელინის შემცველობით, კუდოსი®-ს გამოყენებამდე მიზანშეწონილია დალოდება 3 დღის განმავლობაში.

 

შემატყობინე როდის იქნება

კუდოსი