რეფაინი - მცენარეთა ზრდის რეგულატორი თესლოვან ხეხილზე ნასკვის გამოხშირვისთვის, განვითარების ადრეულ ეტაპზე მათი მოცილების სტიმულირების გზით და ნაყოფის ცვენის თავიდან ასაცილებლად
გამოყენების რეგლამენტი:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა ლ/ჰა | დანიშნულება | გამოყენების მეთოდი და პერიოდი | გამოყენების მაქს. ჯერადობა |
| ვაშლი | 0,03 – 0,06 | ნასკვის გამოხშირვისთვის | ფოთლოვანი შესხურება (სრული ყვავილობიდან 30 დღის განმავლობაში) | 1 |
| ვაშლი | 0,06 | ნაყოფის ცვენის თავიდან ასაცილებლად | ფოთლოვანი შესხურება (მოსავლის აღებამდე 7-14 დღით ადრე) | 1-2 |
| მსხალი | 0,03 – 0,45 | ნასკვის გამოხშირვისთვის | ფოთლოვანი შესხურება (სრული ყვავილობიდან 15-28 დღის შემდეგ) | 1 |
| მსხალი | 0,06 | ნაყოფის ცვენის თავიდან ასაცილებლად | ფოთლოვანი შესხურება, (მოსავლის აღებამდე 7-14 დღით ადრე) | 1-2 |
| ციტრუსი | 0,45 | ქიმიური გამოხშირვა | ფოთლოვანი შესხურება (დიამეტრი 5-20მმ) | 1 |
| ზეთისხილი | 0,375 | ქიმიური გამოხშირვა | ფოთლოვანი შესხურება, (სრული ყვავილობიდან 2-18 დღის შემდეგ) | 1 |
ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე:
არ საჭიროებს
ნაზავის ხარჯვის ნორმა
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა:1000 ლ/ჰა
დამუშავება უნდა განხოციელდეს დილით (10 საათამდე) და საღამოს (18-22 სთ-ის პერიოდში) +16°C to +24°C ტემპერატურის პირობებში. ქარის სიჩქარე არაუმეტეს 3 მ/წმ მცირეწვეთოვანი შესხურებისთვის და 4 მ/წმ მსხვილწვეთოავნი შესხურებისთვის.
პრეპარატის გამოყენება უნდა განხორციელდეს ეტიკეტზე მითითებული ხარჯვის ნორმების და სამუშაო ნაზავის საკმარისი მოცულობით გამოყენების გათვალისწინებით, რათა მოხდეს თანაბარზომიერი დაფარვა, რაც აუცილებელია პრეპარატის ეფექტიანი მოქმედებისთვის.
პესტიციდის გამოყენების ტექნოლოგია
შემასხურებლის ავზის მოცულობის ნახევარი შეავსეთ წყლით და დაიწყეთ მორევა. დაამატეთ პრეპარატის საჭირო რაოდენობა და ჩართული ამრევით შეავსეთ ავზი წყლით სრულ მოცულობამდე. ნაზავის გამოყენება დაიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრეპარატი მთლიანად და თანაბრად გადანაწილდება წყალში.
განაგრძეთ მორევა სანამ ნაზავი სრულად არ გაიხარჯება. არ დატოვოთ ნაზავი დიდი ხნის განმავლობაში მორევის გარეშე. სამუშაო ნაზავით მცენარეების მაღალი ხარისხით დაფარვის უზრუნველსაყოფად გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა. ყოველთვის მოახდინეთ აღჭურვილობის კალიბრაცია დამუშავებამდე.
თავსებადობა
პრეპარატი თავსებადია სხვა პესტიციდებთან. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, შერევამდე რეკომენდებულია მცირე დოზით ცდის ჩატარება თავსებადობაზე. სხვა პრეპარატებთან შერევამდე დაუკავშირდით თქვენს ადგილობრივ წარმომადგენელს დამატებითი ინფორმაციისთვის.