კაკლოვანი კულტურების ტენიანობის საზომი - Humimeter FSG
Humimeter FSG წარმოადგენს პროფესიონალურ ტენიანობის საზომს, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა სახეობის თხილეულისა და საკვები პროდუქტების წყლის შემცველობის სწრაფი და ზუსტი განსაზღვრვისთვის.
მოწყობილობა იდეალურია ისეთი პროდუქტების შესამოწმებლად, როგორებიცაა: მიწის თხილი (გარჩეული, გაურჩეველი და მოხალული), მაკადამია (გარჩეული და გაურჩეველი), ნუში (გარჩეული), ნიგოზი (გარჩეული, გაურჩეველი და დაფქული), ქეშიუ (გარჩეული და გაურჩეველი), ბრაზილიური კაკალი (გარჩეული), პეკანი (გაურჩეველი), თხილი (გარჩეული და გაურჩეველი), წაბლი და სპირალური მაკარონი (პასტა).
მოწყობილობის ტევადი საკონტროლო კამერა იძლევა რეალურ, ზუსტსა და საიმედო მონაცემებს როგორც ტენიანობაზე, ასევე პროდუქტის ტემპერატურაზე. სურვილისამებრ, შესაძლებელია დამატებითი მახასიათებლების ინტეგრირება ან მოწყობილობის დაკალიბრება სპეციფიკურ ინდივიდუალურ პროდუქტებზე.
ტენიანობის ზუსტი კონტროლი ხარისხის უზრუნველყოფის კრიტიკული ეტაპია. Humimeter FSG გამოიყენება წარმოების სრულ ჯაჭვში: მოსავლის აღებიდან, შენახვა-ტრანსპორტირებიდან და გადამუშავებიდან (გარჩევა/მოხალვა) - საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე.
უპირატესობები
- პროდუქტის უვნებლობა: ზომავს ნიმუშის დაზიანების/დაშლის გარეშე.
- მრავალფუნქციურობა: გამოიყენება პროდუქტების ფართო ასორტიმენტისთვის.
- გამძლეობა: უჟანგავი ფოლადის მყარი კორპუსი.
- ხარჯების ოპტიმიზაცია: ამცირებს შრობის ხარჯებს და აფერხებს ობის განვითარებას.
- ინდივიდუალური კალიბრაცია: მოთხოვნისამებრ შესაძლებელია სპეციალური პროდუქტების დაკალიბრება ქარხნულ დონეზე.
ტექნიკური მახასიათებლები
| პარამეტრი | მნიშვნელობა |
| ზომვის დიაპაზონი | 0% – 50% წყლის შემცველობა (პროდუქტის ტიპის მიხედვით) |
| ცდომილება / რეზოლუცია | 0.1% |
| კალიბრაციის სიზუსტე | +/- 0.5% |
| ნიმუშის მოცულობა | 2.0 ლიტრი |
| საზომი ტემპერატურის დიაპაზონი | 0°C – +50°C |
| ტემპერატურული კომპენსაცია | ავტომატური |
| მეხსიერება | Hold ფუნქცია; 10,000 ჩანაწერის Datalog გაზომვის წერტილის ანგარიშით |
| ზომები | 226 x 165 x 240 მმ |
| Offset ფუნქცია | საკალიბრაციო მრუდის რეგულირება |