ფერომონი დროზო პრო კლასიკი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფერომონი დროზო პრო კლასიკი

პროდუქტის კოდი: 00-00024231
14.50
აირჩიეთ:
1 ც.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ეთანოლის შემცველი საკვები-მიმზიდველი (ატრაქტანტი) კოქტეილი 20% (წ/წ), მათ შორის 7% წ/წ ეთანოლი.
პრეპარატული ფორმა
აორთქლებადი პროდუქტი
მწარმოებელი
M2i Biocontrol SAS
ქვეყანა
საფრანგეთი

პროდუქტის აღწერა

დროზოფილა სუძუკის ფერომონი - დროზო პრო კლასიკი

მავნებლის საკვებზე დაფუძნებული მისაზიდი დიფუზორი ზრდასრული დროზოფილას დასაჭერად.
აზიანებს: ისეთი მცირე ზომის ნაყოფის მქონე კულტურებს, როგორებიცაა ალუბალი, ბალი, მოცვი, ჟოლო, მარწყვი, ქლიავი, ატამი, ყურძენი, ლეღვი, ვაშლი და ა.შ.

მავნებლის განვითარების სტადია: ზრდასრული და მუხლუხო.
სამიზნე სტადია: ზრდასრული (მამრობითი და მდედრობითი)
თაობების რაოდენობა: კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, 13 - მდე წელიწადში, 1 ზრდასრული მდედრი 350-400 კვერცხს დებს.

გამოყენების წესი

ფერომონს მოხსენით თავსახური და ხაფანგის რგოლი მოარგეთ, რათა ბოთლი თავდაყირა დამაგრდეს. მიამაგრეთ რგოლი გამჭვირვალე თასში, კერამიკული ფითილით ქვემოთ. გამჭვირვალე თასზე დაამაგრეთ პერფორირებული ნაწილი. ძაბრი წყლით და უსუნო საპნით გაავსეთ, მოარგეთ ხაფანგის ზედა ნაწილს, საკვები ფერომონი იზიდავს ბუზებს, შედიან ხაფანგში და წყალში იძირებიან.
სეზონის დასაწყისში (როდესაც დროზოფილას ბუზები ჯერ კიდევ არ არიან ნათესებში): მოათავსეთ დამჭერები ნაკვეთის კიდეების გასწვრივ, ჩამოკიდეთ ბოძებზე მიწიდან დაახლოებით 1,5 მ სიმაღლეზე, ბუზების თავშესაფრად გამოყენებულ ადგილებში (ტყეებთან, ღობეებთან, წყალთან ახლოს). ფერომონიანი დამჭერები უნდა განთავსდეს კულტურებიდან 10მ-დან 50 მ დაშორების მანძილზე. დროზოფილას ბუზების მიზიდვა ხდება 5-7 მ რადიუსში. სეზონის განმავლობაში (როგორც კი დროზოფილას პირველ ბუზს დაინახავთ ან დაიჭრთ ნაკვეთში ან მის მახლობლად): სეზონის განმავლობაში გადაიტანეთ ფერომონიანი დამჭერები ადგილზე. მათი დაკიდება შესაძლებელია პირდაპირ ხის გვირგვინზე, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მ სიმაღლეზე. საშუალო ტემპერატურაზე 30oC და ძლიერი ქარის გარეშე.

რეკომენდებული რაოდენობა: მონიტორინგის მიზნით, 10-20 ფერომონი/ჰა და ბრძოლის ღონისძიების მიზნისთვისაც.

 

 

 

უნიკალური ფორმულაციის პროცესი

მიკროკაფსულაციის ტექნოლოგია დაპატენტებული M2i-ის მიერ, ეფუძნება ორგანული ნარევის (ნატურალური ცვილი, ნატურალური ზეთი და აქტიური ნივთიერება) დისპერსიას წყალხსნარში (წყალი და პოლიმერი). ამ პროცესის დასრულების შემდეგ ორგანული მასა, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ფერომონს), გარშემორტყმულია პოლიმერის მიკროკაფსულებით.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ფერომონი დროზო პრო კლასიკი