ფერომონი ტუტა პრო ქეფს
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფერომონი ტუტა პრო ქეფს

პროდუქტის კოდი: 00-00021265
15.60
აირჩიეთ:
Tuta Pro Caps®
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
(E, Z, Z)-3,8,11-ტეტრადეკატრიენილ აცეტატი; (E, Z)-3,8-ტეტრადეკადიენ-1-ილ აცეტატი
პრეპარატული ფორმა
აორთქლებადი პროდუქტი
მწარმოებელი
M2i Biocontrol SAS
ქვეყანა
საფრანგეთი

პროდუქტის აღწერა

მენაღმე ჩრჩილის ფერომონი - ტუტა პრო ქეფს

 

ფერომონიან მისატყუარაზე დაფუძნებული მონიტორინგისთვის, სრულყოფილი კომპლექტი მოიცავს დელტა ხაფანგს და ფერომონის მისატყუარას დისპენსერს, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის ზრდასრული მავნებლების დასაჭერად.

პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი (Tuta absoluta):

აზიანებს - ძირითადად პომიდორს და სხვა - ძაღლყურძენასებრ (კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვა) მცენარეებს.

მავნეობის სტადია - მუხლუხო.

სამიზნე სტადია - ჩრჩილი.

თაობების რაოდენობა - 12-მდე წელიწადში.

მოქმედი ნივთიერება - (E, Z, Z)-3,8,11-ტეტრადეკატრიენილ აცეტატი; (E, Z)-3,8-ტეტრადეკადიენ-1-ილ აცეტატი.

 

გამოყენების წესი

გამოყენება: ტუტა პრო ქეფს შპრიცი + დელტა ხაფანგი.

ხაფანგის მოწყობა: წებოვან ფურცელს მოაცილეთ დამცავი ფირი. ფურცლის შუაში დააწებეთ “ჭიქა”. შპრიცის შიგთავსი ჩაცალეთ ჭიქაში დგუშის მარტივი დაწოლით (წვეროს მოჭრას არ საჭიროებს). განათავსეთ წებოვანი ფურცელი ხაფანგში. ჩრჩილები მიიზიდებიან ფერომონით, შევლენ და გაებმებიან ხაფანგში.

 

რეკომენდებული რაოდენობა

მონიტორინგისთვის: 2-5 ხაფანგი/ჰა ღია გრუნტში; 1 ხაფანგი/ჰა <2500 მ² სათბურში; 2-4 ხაფანგი/ჰა >2500 მ² სათბურში.

 

უნიკალური ფორმულაციის პროცესი

მიკროკაფსულაციის ტექნოლოგია დაპატენტებული M2i-ის მიერ, ეფუძნება ორგანული ნარევის (ნატურალური ცვილი, ნატურალური ზეთი და აქტიური ნივთიერება) დისპერსიას წყალხსნარში (წყალი და პოლიმერი). ამ პროცესის დასრულების შემდეგ ორგანული მასა, რომელიც შეიცავს მოქმედ ნივთიერებას (ფერომონს), გარშემორტყმულია პოლიმერის მიკროკაფსულებით.

 

 

 

 

მონიტორინგის სისტემის სრული კომპლექტის შეძენისთვის დაამატეთ შემდეგი პროდუქტები:

 

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ფერომონი ტუტა პრო ქეფს