ფლუქსია
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ფლუქსია

პროდუქტის კოდი: 00-00027409
55.00
აირჩიეთ:
1 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
პენკონაზოლი 100 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
ემულსიის კონცენტრატი
მწარმოებელი
DEVA
ქვეყანა
თურქეთი

პროდუქტის აღწერა

ფლუქსია

მაღალეფექტური ფუნგიციდი, რომელიც გამოიყენება ვაზის, ხეხილის, ბოსტნეულისა და დეკორატიული კულტურების დასაცავად. პრეპარატი ეფექტურად ებრძვის ნაცარს, ჟანგას და ნაყოფის სიდამპლეს.

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა და გამოყენების პერიოდი ლოდინის პერიოდი (გამოყენების ჯერადობა)

კიტრი (ღია გრუნტი)

ნაცარი 0,15 - 0,25 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით 20 დღე
კიტრი (დახ. გრუნტი) ნაცარი 0,25 - 0,4 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით 3 დღე
ვაშლი ნაცარი 0,3 - 0,4 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით 20 დღე
ვაზი ნაცარი 0,15 - 0,25 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით 20 დღე
ატამი ნაცარი, ნაყოფის სიდამპლე 0,5 - 1,0 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025% სამუშაო ხსნარით

20 დღე

მარწყვი ნაცარი 0,3 - 0,5 ლ/ჰა შესხურება ყვავილობამდე და მოსავლის აღების შემდეგ 0.05% სამუშაო ხსნარით  
შავი მოცხარი ამერიკული ნაცარი 0,2 - 0,4 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,025-0,05% სამუშაო ხსნარით 3 დღე
ჟოლო მეწამური ლაქიანობა, ნაცრისფერი სიდამპლე 0,3 - 0,6 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,05- 0,1% სამუშაო ხსნარით  
ვარდი, მიხაკი, ქოთნის ყვავილი ნაცარი, ჟანგა 0,4 - 1,0 ლ/ჰა შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0,5-1% სამუშაო ხსნარით 14 დღე

 

ინფორმაცია რეზისტენტობის შესახებ

მცენარეთა დაცვის საშუალება ფლუქსია მოქმედების მექანიზმის მიხედვით მიეკუთვნება G1:3 ჯგუფის ფუნგიციდებს. ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე მცენარეთა დაცვის საშუალებების განმეორებითი გამოყენება ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას. ამიტომ, რეზისტენტობის განვითარების თავიდან აცილების მიზნით, არ გადააჭარბოთ ფლუქსიას რეკომენდებულ ხარჯვის ნორმებს ერთი და იგივე წარმოების სეზონზე. თუ საჭიროა განმეორებითი გამოყენება, გამოიყენეთ განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე მცენარეთა დაცვის საშუალებები (G1:3 ჯგუფის გარდა).

 

თავსებადობა

ფლუქსიას ეფექტურობაზე, როგორც წესი, უარყოფითად არ მოქმედებს გამოყენებამდე ან მის შემდეგ გამოყენებული პესტიციდები.ავზში სხვა პესტიციდებთან შერევამდე რეკომენდებულია წინასწარი ტესტირება ფიზიკურ თავსებადობაზე.

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ფლუქსია