კარბიქიურ პრო
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კარბიქიურ პრო

პროდუქტის კოდი: 00-00025059
1004.00
აირჩიეთ:
20 კგ
1 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 26.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
კალიუმის ბიკარბონატი (კალიუმის ჰიდროკარბონატი) - 850 გ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში ხსნადი ფხვნილი
მწარმოებელი
Agronaturalis Limited (De Sangosse Group)
ქვეყანა
გაერთიანებული სამეფო

პროდუქტის აღწერა

კარბიქიურ პრო 

მოქმედების მექანიზმი

კალიუმის ბიკარბონატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია pH-ზე ზეგავლენის, ოსმოსური წნევისა და ბიკარბონატულ/კარბონატული იონური ბალანსის დარღვევასთან პათოგენურ სოკოებში. აქვს კონტაქტური მოქმედება და აფერხებს მიცელიუმის ჰიფებისა და სპორების განვითარებას (პრევენციული და სამკურნალო ეფექტი). მოქმედების რამდენიმე მექანიზმი წინააღმდეგობის გაჩენის რისკს ნაკლებად სავარაუდოს ხდის. გამოიყენება როგორც პრევენციის, ისე ბრძოლის მიზნით.

 

ფიტოტოქსიკურობის რისკის შემცირება

გაითვალისწინეთ სამუშაო ნაზავის რეკომენდებული მინიმალური მოცულობა. კარბიქიურ პრო-ს კონცენტრაცია სამუშაო ნაზავში არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს. 

თავსებადობა 

კარბიქიურ პროს სამუშაო ნაზავში არ შეურიოთ შემდეგი ტიპის პროდუქტები:

  • მჟავე ნაერთები;
  • სპილენძის ოქსიქლორიდი და სპილენძის ოქსიდი (გარდა სვიაში გამოყენებისას). შეგიძლიათ შეურიოთ სპილენძის ჰიდროქსიდისა და სპილენძის სულფატის ბაზაზე დამზადებულ პროდუქტებს;
  • ემულსიის კონცენტრატის ფორმულაციები;
  • ფოთლოვანი სასუქები.

სამუშაო ნაზავის მომზადება

შესაწამლი აპარატის ავზის 3/4  წყლით შეავსეთ და დაიწყეთ მორევა. დაუმატეთ საჭირო რაოდენობის კარბიქიურ პრო და ბოლომდე გაავსეთ ავზი. განაგრძეთ მორევა. 

მიზანშეწონილია, კარბიქიურ პრო ძალიან ნელა ჩაყაროთ ავზში ან წინასწარ გააზავოთ მცირე რაოდენობის წყალში, მაქსიმალური 15%-იანი კონცენტრაციით, რათა პროდუქტი კარგად გაზავდეს და შემდეგ გადაიტანოთ ავზში.  

პრეპარატის გაზავების შემდეგ მყისიერად დაიწყეთ შესხურება. 

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე)
დეკორატიული ხეები და ბუჩქები  ნაცარი  (Erysiphae spp.)  5.0  1 
არტიშოკი  ნაცარი  (Erysiphae spp.)  3.0  1 
შავი მოცხარი,  
წითელი მოცხარი 
ამერიკული ნაცარი (Sphaerotheca mors-uvae) 5.0  1 
კიტრი,  
ყაბაყი 
ნაცარი (Sphaerotheca fuliginea)  3.0  1 
წიწაკა ნაცარი (Leveillula taurica)  3.0  1
პომიდორი, ბადრიჯანი ნაცარი (Leveillula taurica) 3.0 1 
დეკორატიული ყვავილები, ქოთნის მცენარეები ნაცარი (Erysiphae spp.) 3.0  1 
მარწყვი ნაცარი (Sphaerotheca macularis) 3.0  1 
მაყვალი,  
ჟოლო 
ნაცარი (Sphaerotheca humuli)  5.0  1 
სვია ნაცარი (Podosphaera macularisl sin. Sphaerotheca humuli) 5.0 3 
ნესვი, საზამთრო გოგრა და სხვა გოგროვნები, არა საკვები კანით ნაცარი (Sphaerotheca fuliginea)  3.0 1 
ატამი,  
გარგარი,  
ვაშლატამა 
მონილიოზი (Monilinia spp.)  5.0  1
ვაშლი ვაშლის ქეცი (Venturia inaequalis) 

5.0

1
ვაზი  ნაცარი, ნაცრისფერი ობი, სიდამპლე (Uncinula necator, Botrytis cinerea) 5.0 1
სამედიცინო და სურნელოვანი მცენარეები ნაცარი (Erysiphae spp.)  3.0  1
სათესლე კულტურები: ბოსტნეული, სამედიცინო და სურნელოვანი მცენარეები და ყვავილები ნაცარი (Erysiphae spp.) 3.0 1
ვარდი ატმის ნაცარი  
(Sphaerotheca pannosa) 
5.0  1

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

კარბიქიურ პრო