მალვინ
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

მალვინი

პროდუქტის კოდი: 00-00026234
57.00
აირჩიეთ:
1 კგ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
კაპტანი 800გრ/კგ
პრეპარატული ფორმა
წყალში დისპერსირებადი გრანულები
მწარმოებელი
UPL
ქვეყანა
ინდოეთი

პროდუქტის აღწერა

მალვინი 

 

მალვინი წარმოადგენს პრევენციული და სამკურნალო მოქმედების ფუნგიციდს. ის ფართოდ გამოიყენება თესლოვან და კურკოვან ხეხილზე, ასევე მარწყვსა და პომიდორზე. პრეპარატი არის პროფილაქტიკური ფუნგიციდი, ამიტომ მისი პირველი გამოყენება დაავადების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე უნდა განხორციელდეს. პრეპარატის აქტიური (მოქმედი) ნივთიერება არის კაპტანი 800 გ/კგ.

 

გამოყენების რეგლამენტი და დოზირება

 

კულტურა მავნებელი გამოყენების პერიოდი დამუშავების ჯერადობა სარვის ნორმა კგ/ჰა წყლის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) ლოდინის პერიოდი (დღე) შენიშვნა
პომიდორი ფიტოფტოროზი (Phytophthora infestans), ნაცრისფერი ობი (Botrytis cinerea), ალტერნარიოზი (Alternaria solani) დაავადების პირველივე სიმპტომების გამოჩენისას 4 1.5-1.9 600-1200 21  
ვაზი, მსხალი, კომში ქეცი (Venturia spp.) ყვავილობამდე BBCH 09 – BBCH 69 (კვირტზე 5მმ ზომის მწვანე ფოთოლი - ყვავილობის დასასრული; ფოთლების დაცვენა) 2 1.5-1.8 500-1300 28 სეზონზე მაქს. 6 წამლობა თესლოვანი სხვილისთვის, ყვავილობამდე წამლობის ჩათვლით
მონილიოზი (Monilia spp.) ყვავილობის შემდეგ BBCH 71 – BBCH 89 (ნაყოფის ზომა 10 მმ-მდე – ნაყოფის სრული სიმწიფე. ნაყოფს აქვს დამახასიათებელი გემო და სიმაგრე) 4-6 1.5-1.8 500-1100 28 არ გამოიყენოთ ვაშლის Delicious და Winesap ჯიშებზე; არ გამოიყენოთ მსხლის Bosc და Anjou ჯიშებზე
ალუბალი ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina cerasi) BBCH 01 - BBCH 11 კვირტების დაბერვის დასაწყისი; დაბერილ კვირტებზე მოსჩანს ღია ყავისფერით შეფერილი გახსნილი ქერცლები - პირველი განვითარებული ფოთოლი, მოსჩანს ყლორტის ცენტრალური ნაწილი 2 2.5 500 21  
ქლიავი ბოყი (Taphrina pruni) BBCH 01 - BBCH 11 კვირტების დაბერვის დასაწყისი; დაბერილ კვირტებზე მოსჩანს ღია ყავისფერით შეფერილი გახსნილი ქერცლები - პირველი განვითარებული ფოთოლი, მოსჩანს ყლორტის ცენტრალური ნაწილი 2 2.5 500 21 კურკოვანი ხეხილისთვის მაქსიმუმ 5 წამლობა. არ გამოიყენოთ სხვა, ფტალიმიდის შემცველ პრეპარატებთან ერთად
ატამი, ვაშლატამა ატმის ფოთლის სიხუჭუჭე (Taphrina deformans) BBCH 01 - BBCH 11 კვირტების დაბერვის დასაწყისი; დაბერილ კვირტებზე მოსჩანს ღია ყავისფერით შეფერილი გახსნილი ქერცლები - პირველი განვითარებული ფოთოლი, მოსჩანს ყლორტის ცენტრალური ნაწილი 2 2.5 500 21  
ატამი, ვაშლატამა, გარგარი, ქლიავი, ალუბალი მონილიოზი (Monilia spp.) ფოთლების დაცხავება (Stigmina carpophila) BBCH 60 - BBCH 89 (პირველი კვირტის გაშლა - ნაყოფის სრული და ტექნიკური სიმწიფე) 2 1.5-1.8 800-1200 21  
მონილიოზი (Monilia spp.) BBCH 81 – BBCH 87 (ნაყოფის შეფერვის დასაწყისი – ნაყოფის სრული და ტექნიკური სიმწიფე) 2 1.5-1.8 800-1200 21  
მარწვი ნაცრისფერი ობი (Botrytis cinerea) დაავადების პირველივე სიმპტომების გამოჩენისას 2 1.5 400-600 14  

 

ნაზავის მომზადება

ჰიდრავლიკური შემასხურებლის გამოყენებისას, ავზის ნახევარი უნდა შეივსოს სუფთა წყლით და მუდმივი მორევის პირობებში დაემატოს პრეპარატის საჭირო რაოდენობა, რის შემდეგაც ავზი ივსება ბოლომდე.

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

მალვინი