სალიქსი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

სალიქსი

პროდუქტის კოდი: 00-00025187
81.00
აირჩიეთ:
2 ლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 11.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
მცენარეული ექსტრაქტი (Salix spp. Cortex) 6%
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
BIOVITIS
ქვეყანა
საფრანგეთი

პროდუქტის აღწერა

სალიქსი

სალიქსი არის ტირიფის გამხმარი ქერქის ფრაგმენტების (Salix spp. cortex) 6%-იანი ექსტრაქტი. პრეპარატული ფორმით წარმოადგენს კონცენტრირებულ ხსნარს, რომელიც გამოიყენება გაზავების შემდეგ, ფოთლოვანი დამუშავებისთვის.

 

დანიშნულება და მოქმედების მექანიზმი

სალიქსის მოქმედების მექანიზმი სისტემური და არაპირდაპირია. პრეპარატი რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს, რომლებიც მცენარის ზრდას, განვითარებას და სტრესისადმი ტოლერანტობის გაძლიერებას უწყობენ ხელს:

  • ფიზიოლოგიური პროცესების სტიმულირება: მასში შემავალი სალიცილის მჟავა ხელს უწყობს მცენარეში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებს, ზრდა-განვითარებასა და ფოტოსინთეზურ აქტივობას.
  • მექანიკური ბარიერის შექმნა: ამცირებს ფოთლის ზედაპირზე ტენიანობას და ხელს უწყობს უჯრედის კედლის სისქის და სიმტკიცის მატებას (პოლიფენოლების სინთეზი / ლიგნიფიკაცია). შედეგად, პათოგენებისთვის რთულდება უჯრედში შეღწევა და გავრცელება.
  • ჭრაქის (Plasmopara viticola) პათოგენური აქტივობის დათრგუნვა: სალიქსი ბლოკავს პათოგენის სასიცოცხლო ციკლს და აფერხებს მის სპორულაციას:
    • სპორების გამრავლების შეჩერება: მცენარე გამოიმუშავებს სპეციფიკურ ფიტოალექსინებსა და ცილებს, რაც მკვეთრად ამცირებს სოკოს უნარს, წარმოქმნას ახალი სპორები.
    • ზოოსპორების ბლოკირება: ფოთოლზე ქმნის ბუნებრივ აპკს, რაც ფიზიკურად და ქიმიურად უშლის ხელს ზოოსპორების გადაადგილებას ბაგეებისკენ.
    • ბიოტროფული ბარიერი: უჯრედის კედლების გასქელების გამო, ჭრაქის სოკო ვეღარ ახერხებს საცეცებით (Haustoria) შეღწევას, ვეღარ იღებს საკვებს ცოცხალი უჯრედიდან და კვდება.

 

შემადგენლობა 

კომპონენტი / ნედლეული მოქმედი ნივთიერება შემცველობა (%)
მცენარეული ექსტრაქტი Salix spp. cortex 6%

 

გამოყენების რეგლამენტი

კულტურა მაქსიმალური ხარჯვის ნორმა გამოყენების ჯერადობა წელიწადში წყლის ხარჯვის ნორმა განვითარების პერიოდი
მინ.მაქს.
ხეხილი 15 ლ/ჰა 12 200 - 1000 BBCH06 – BBCH90
ვაზი 5 ლ/ჰა 12 100 - 300 BBCH06 – BBCH90
მარცვლეული და ნედლი კულტურები 5 ლ/ჰა 5 100 - 500 BBCH20 – BBCH83
ბოსტნეული 6 ლ/ჰა 10 100 - 300 BBCH10 – BBCH80
ბაღები - მწვანე ნარგავები 5 ლ/ჰა 12 100 - 300 BBCH10 – BBCH80

 

გამოყენების წესი და რეკომენდაციები

  • სამუშაო ნაზავის მომზადება: შესაწამლი აპარატის ავზის 3/4 წყლით შეავსეთ და დაუმატეთ საჭირო რაოდენობის სალიქსი®. გაავსეთ ავზი ბოლომდე და პარალელურად მოურიეთ ნაზავს. გააზავეთ მხოლოდ გამოსაყენებლად საჭირო რაოდენობა. არ შეინახოთ გაზავებული პრეპარატი. პრეპარატის გაზავების შემდეგ მყისიერად დაიწყეთ შესხურება.
  • სტრატეგია: სალიქსი უნდა ჩართოთ თქვენს წამლობის სქემაში, როგორც პრევენციული დანიშნულების პრეპარატი. დაიწყეთ წამლობა მცენარის განვითარების საწყის ფაზაში. რეკომენდებულია მინიმუმ 3 წამლობის ჩატარება, რათა სალიცილის მჟავა ეფექტურად აკუმულირდეს მცენარეში.
  • თავსებადობა: თავსებადია უმეტეს მცენარეთა დაცვისა და გამოკვების საშუალებებთან, მათ შორის, გოგირდისა და სპილენძის შემცველ პროდუქტებთან.

 

ძირითადი სარგებელი

  • მყისიერი მოსავალი: ლოდინის პერიოდი შეადგენს 0 დღეს.
  • ეფექტურობა: პათოგენები სალიქსის მიმართ არ ავლენენ რეზისტენტობას (გამძლეობას).
  • იმუნიტეტი და კვება: აძლიერებს მცენარის იმუნიტეტს, აუმჯობესებს ნიადაგიდან საკვები ნივთიერებების ათვისებას და ცილის მეტაბოლიზმს.
  • სტრესგამძლეობა: ასტიმულირებს მცენარის ზრდას და აბიოტური სტრესის მიმართ თავდაცვის მექანიზმს.
  • ეკოლოგია: პროდუქტი არის უსაფრთხო, დაბალტოქსიკური და დაშვებულია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში, მათ შორის ორგანულ მეურნეობებში.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

სალიქსი