აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ბელტ ექსპერტი

პროდუქტის კოდი: CT000001961
311.41
აირჩიეთ:
1 ლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ფლუბენდიამიდი 240 გ/ლ, თიაკლოპრიდი 240 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ინოვაციური და მაღალეფექტური ინსექტიციდი

ბელტ® ექსპერტი მცენარეთა დაცვის თანამედროვე პროდუქტია, რომელშიც გამოყენებულია უახლესი ქიმიური მიღწევები. იგი განსაკუთრებული ეფექტურობით აკონტროლებს მღრღნელი და მწუწნი მავნებლების ფართო სპექტრს. პრეპარატის უნიკალური უსაფრთხო ფორმულაცია უზრუნველყოფს დამუშავებული კულტურების მაქსიმალურ დაცვას და უსაფრთხოებას.

მოქმედების მექანიზმი

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი გათვლილია მავნებლების კუნთოვანი და ნერვული სისტემის დისფუნქციაზე. ფლუბენდიამიდი მოქმედებს როგორც რიანოდინი, რომელიც არღვევს უჯრედში კალციუმის გადაადგილებას, რასაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია კუნთის შეკუმშვის ფუნქციაში. მავნებლებში ეს იწვევს ლეთარგიას, დამბლას, კვების სურვილის დაკარგვას და სიკვდილს.

თიაკლოპრიდი მოქმედებს როგორც აგონისტი, მწერების მამოძრავებელი ნეირონების პოსტსინაპტიკურ რეცეპტორებზე, რაც იწვევს ნერვული სისტემის ზედმეტ სტიმულაციას და საბოლოო ჯამში კლავს მავნებელს.

უპირატესობები

  • ფართო სპექტრის მავნებლებთან ბრძოლის უნარი
  • ორი მოქმედი ნივთიერების არსებობა იძლევა ორმაგ ეფექტს მავნებლების წინააღმდეგ (სისტემური და კონტაქტური)
  • მოქმედ ნივთიერებებს შორის ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა
  • უფრო მეტად მტკიცე, კონტროლის საუკეთესო თვისებებით
  • ბელტ® ექსპერტი თვალსაჩინოდ ახდენს მცენარის ზრდის ეფექტის დემონსტრირებას, რომელსაც მივყავართ მოსავლიანობის მატებისკენ

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების მეთოდი, დამუშავების პერიოდი* ლოდინის პერიოდი (დღე) დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა
ვაზი ფოთლიხვევია 0.25-0.3 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21 2
ვაშლი ვაშლის ნაყოფჭამია, ვარდის და ბადისებრი ფოთლიხვევია, ბუგრები 0.3-0.4 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21 2
მსხალი ვაშლის და მსხლის ნაყოფჭამია, ვარდის და ბადისებრი ფოთლიხვევია 0.3-0.4  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21 2
ატამი ვაშლის და ქლიავის ნაყოფჭამია, ვარდის და ბადისებრი ფოთლიხვევია, ბუგრები 0.3-0.4  შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 21 2

* ვეგეტაციის პერიოდში შესხურებისას სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმაა 200-1200 ლ/ჰა.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ბელტ ექსპერტი