humimeter FS1.1 მარცვლეულის ტენიანობის საზომი
humimeter FS1.1 არის მარცვლეულის ტენიანობის პრაქტიკული ანალიზატორი, რომელიც მრავალი სახეობის მარცვლეულში წყლის შემცველობას საზღვრავს. ის იდეალურია სოფლის მეურნეობაში მოსავლის აღებამდე საველე კონტროლისთვის.
ეკრანზე შედეგის დაფიქსირების („Hold“) ფუნქციის დახმარებით, გაზომილი მაჩვენებელი ეკრანზე რჩება და არ იშლება, სანამ სხვა ღილაკს არ დააჭერთ. გაზომვის სიზუსტისა და განმეორებადობის გასაზრდელად, მოწყობილობაში წინასწარ არის შეყვანილი ჰექტოლიტრული წონის (ნატურის) სხვადასხვა მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მოცულობითი სიმკვრივე გაზომვის შედეგებზე უარყოფითად არ იმოქმედებს. მარცვლეულის ტენმზომების ეს სერია სრულად არის დაკალიბრებული და შემოწმებული EN-ISO 712 სტანდარტით გათვალისწინებული შრობის მეთოდის გამოყენებით.
ამავდროულად, იზომება ნიმუშის ტემპერატურაც, რომელიც აისახება ეკრანზე და გათვალისწინებულია ტენიანობის გამოთვლის პროცესში.
ჩვენს humimeter FS1.1 ტენმზომს აქვს წყლის შემცველობის 5%-დან 25%-მდე საზომი დიაპაზონი (დამოკიდებულია კულტურაზე/ჯიშზე).
გამოყენების სფეროები:
ტენმზომი იდეალურია სიმინდის, ჭვავის, ტრიტიკალეს, ხორბლის, ქერის, შვრიის, რაფსის, სოიოს, ცერცვის, მზესუმზირის მარცვლის, სორგოს, ფეტვის, მდოგვის თესლის, წიწიბურას, გაცეხვილი და გაუცეხავი ბრინჯის, მწვანე გაცეხვილი და მოხალული ყავისთვის.
საზომი ხელსაწყო კალიბრაციის შემდეგ მორგებულია შემდეგ რეფერენტულ (სტანდარტულ) მეთოდებზე:
- EN ISO 6540 სიმინდისთვის
- EN ISO 665 ზეთოვანი კულტურებისთვის
- EN ISO 712 მარცვლეულისთვის
- EN ISO 24557 პარკოსანი კულტურებისა და ლობიოსთვის
უპირატესობები
- მთლიანი მარცვლის საზომი, რომელიც ნიმუშის მცირე რაოდენობას საჭიროებს;
- განკუთვნილია ყველა ტიპის მარცვლეულისთვის;
- არ გჭირდებათ დროის კარგვა მარცვლის მოსამზადებლად აპარატი პირდაპირ მზადაა გასაზომად;
- ამცირებს მარცვლის შრობის ხარჯებს;
- უზრუნველყოფს ობის განვითარების პრევენციას.
ტექნიკური მახასიათებლები
| საზომი დიაპაზონი | 5-დან 25%-მდე წყლის შემცველობა (დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე) |
| გარჩევადობა (დანაყოფის ფასი) | 0.5% |
| კალიბრაციის სიზუსტე რეფერენტულ მასალასთან | +/- 0.9% |
| კომპენსაცია | ნიმუშის ტემპერატურის გაზომვა, მოცულობითი სიმკვრივის კომპენსაცია სასწორის გამოყენებით |
| ტემპერატურის კომპენსაცია | ავტომატური |
| მეხსიერების ფუნქცია | ეკრანზე მონაცემის დაფიქსირების (Hold) ფუნქცია |
| გაზომვის შედეგი | წამებში, ნიმუშის სპეციალურად მომზადების გარეშე |
| ზომები (გაბარიტები) | 155 x 75 x 90 მმ |
| წონა | 360 გ (ელემენტების ჩათვლით) |
| კვების წყარო | 4 ცალი 1.5 ვოლტიანი AA ტიპის ტუტე (Alkaline) ელემენტი |
| ოფსეტის (წანაცვლების) ფუნქცია | საკალიბრაციო მრუდის კორექტირება |
| მენიუს ენები | გერმანული, ინგლისური, იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, ჩეხური, პოლონური, უნგრული, რუსული, საერთაშორისო |
მოხმარების და გაზომვის პროცესი
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაზომვის ზუსტი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად, მარცვლეულის ტენიანობის საზომი აპარატი ჩართვისთანავე ავტომატურად გადის თვითკალიბრაციას. ამის შემდეგ, მოწყობილობაზე შესაძლებელია გასაზომი მარცვლეულის კულტურის შესაბამისი პარამეტრების არჩევა. შემდეგ მარცვლეულის საზომი ხელსაწყოს კამერა ივსება ამ კულტურის საჭირო რაოდენობით. მარცვლეულის ზუსტი მოცულობის განსაზღვრისთვის, მოწყობილობის კომპლექტაციაში შედის სასწორი და საზომი ჭიქა. ტენიანობის მაჩვენებელი მომენტალურად აისახება ეკრანზე. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მონაცემების შენახვა და დამუშავება ინტეგრირებული მონაცემთა ჩამწერი სისტემის მეშვეობით.
-
არ საჭიროებს ნიმუშის წინასწარ მომზადებას
-
გაზომვის არადესტრუქციული მეთოდი (ნიმუში არ ზიანდება)