აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

CropVIEW® - მცენარეთა დისტანციური მონიტორინგისთვის

5100.00 - 7900.00
აირჩიეთ:
CropVIEW® - მცენარეთა დისტანციური მონიტორინგისთვის
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Pessl Instruments
ქვეყანა
ავსტრია

პროდუქტის აღწერა

CropVIEW® - თქვენი ნაკვეთის მონიტორინგი დისტანციურად

 

CropVIEW® განკუთვნილია თქვენს ნაკვეთში მცენარეთა მდგომარეობის, ნაყოფების ზრდის და სხვა დანიშნულებით დისტანციური მონიტორინგისთვის, მაღალხარისხიანი ოპტიკური კამერებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.

 

CropVIEW დისტანციური მონიტორინგი

 

CropVIEW®-ს შესახებ

იმისთვის, რომ ფერმერებმა შეძლონ აკოტროლონ მცენარის მდგომარეობა და შეუქმნან მას ოპტიმალური და ჯანსაღი გარემო, Pessl Instruments-მა შექმნ მაღალი გარჩევადობის ოპტიკური კამერების სისტემა, ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ერთად, რომელსაც ობიექტების ამოცნობა შეუძლია ფოტოდან (პირველი ობიექტი გახლდათ ვაშლი).

მაღალი გარჩევადობის ოპტიკური კამერების სისტემა მონტაჟდება ნაკვეთში, საიდანაც აკონტროლებთ ნაკვეთს, მცენარეს ან ნაყოფს. ყველა ფოტოსა და ხელოვნური ინტელექტის მიერ შეგროვებული მონაცემისნახვა შეგიძლია FielClimate ვებ-პლატფორმაზე.

 

ციფრული მონიტორინგი

 

აწარმოე მეტი, ნაკლები დანახარჯებით

CropVIEW® გახლავთ კამერების სისტემა ინტეგრირებული ელექტრონიკით (კამერა, მოდემი, ენერგიის წყარო მზის პანელით). მისი დამონტაჟება შეგიძლიათ ნაკვეთში ნებისმიერ ადგილას, მოწყობილობა საჭირო ენერგიის წყაროს თავად გამოიმუშავებს მზის პანელის და ჩამონტაჟებული დატენვადი ელემენტის საშუალებით. 10 MP კამერა იღებს ნაკვეთის, მცენარის ან ნაყოფის მაღალი გარჩევადობის ფოტოებს.

 

ფოტოები იგზავნება მობილური ქსელის საშუალებით FieldClimate პლატფორმაზე, სადაც ხდება ავტომატური ანალიზი და ობიექტების იდენტიფიცირება (ჯერჯერობით მხოლოდ ვაშლის). შედეგების ნახვა შეგიძლიათ ვებ ან მობილურ პლატფორმაზე. შეგიძლიათ იხილოთ ამოცნობილი ობიექტის (ვაშლის) განვითარება და ნაყოფების დიამეტრი. მონიტორინგი რეალურ დროში მიმდინარეობს და შეგროვებული მონაცემები შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდგომი ანალიზისთვის.

 

რამდენი სადგურის დაყენებაა საჭირო?

სადგურების რაოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია ფერმერის საჭიროებებზე. შესაძლოა ერთი ან რამდენიმე მოწყობილობა იყოს საჭირო. (მაგ.: თუ ნაკვეთში გვაქვს განსხვავებული ჯიშები და ყველას მონიტორინგი ცალცალკე გვაინტერესებს)

CropVIEW®-ს მონტაჟისას უნდა გაითვალისწინოთ მზის პოზიცია, დარწმუნდით რომ ფოტოს გადაღებისას მზე პირდაპირ კამერას არ უყურებდეს.

 

CropVIEW®-ს ვარიაციები

CropVIEW®

 

სრული დოკუმენტირებული ისტორია

CropVIEW®-ს გამოყენებით თქვენ მიიღებთ სრულ დოკუმენტურ ისტორიას ვიდეოს სახით, თუ როგორი მიმდიანრეობდა თქვენი მცენარის განვითარება ნიადაგის მომზადებიდან მოსავლის აღებამდე.

 

TIME LAPSE - სიმინდი

 

 

TIME LAPSE - ვაზი

 

 

აკონტროლეთ მცენარის ფენო-ფაზები ყოველდღიურად

არ გამოტოვოთ თქვენი მცენარის ყვავილობის დასაწყისი და აკონტროლეთ მისი განვითარება ყოველდღიურად. შეაგროვეთ ფოტო-დოკუმენტური ისტორია შემდგომი ანალიზისთვის და წინა სეზონებთან შესადარებლად.

 

FieldClimate CropVIEW

 

ვაშლის განვითარების მონიტორინგი

ხელოვნური ინტელექტი ავტომატურად აფიქსირებს ვაშლის ნაყოფებს და ზომავს თითოეული ნაყოფის დიამეტრს, თქვენ შეგიძლიათ გააანალიზოთ ყოველდღიურად რამდენად იზრდება თქვენი მოსავალი.

ვაშლის ზრდის მონიტორინგი

 

მეფრინველეობის ფერმის მონიტორინგი

CropVIEW® შესაძლებელია გამოიყენოთ მეფრილვენელობის ფერმაშიც, რათა დააკვირდეთ ზრდის პროცესს და მათ მდგომარეობას.

მაღალი გარჩევადობის კამერითა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დააკვირდებით ფრინველთა ზრდას, მათი წონი მატებას ან დაკლებას, დააფიქსირებთ მათ დაზიანებებსა და პრობლემებს.

 

 

 

ჭკვიანი მეფრინველეობა

 

CropVIEW® - ხელოვნური ინტელექტი თქვენს მეურნეობაში

 

 

ტექნიკური მახასიათებლები

კორპუსი ენერგიის წყარო და სენსორების კორპუსი: 41×13×7 სმ
წონა სენსორების გარეშე 2.2 კგ
კამერის მოდული

უჟანგავი ლითონის IP65 დაცვის რეიტინგის მქონე კორპუსი

27×17×9 სმ

წონა 1.5 კგ

ენერგიის წყარო 6V 12Ah ტყვია-მყავა ელემენტი მზის პანელით
მოდელი/ტიპი Cortex M4 პროცესორი ინტეგრირებული საკომუნიკაციო მოდულის UMTS/LTE ქსელისთვის
კამერა და ოპტიკა

MT9J003 10 მეგაპიქსელიანი 2/3“ CMOS სენსორი – ოპტიკა DSL377A- 650-F2.8 2/3“

ლინზა 2.5 მმ-იანი ფოკალური მანძილით და DSL901J- 650-F3.0 2/3“

ლინზა 12 მმ-იანი ფოკალური მანძილით

საკონტროლო მოწყობილობა

კამერის კონტროლის მოდული კამერებთნა მიერთების ინტერფეისით და დამატებითი გარემოს სენსორების მიერთების საშუალებით (არ შედის კომპლეტქციაში)

შესაძლებელია შემდეგი სენსორების მიერთება: ნალექმზომი, ტემპერატურის საზომი, ფარდობითი ტენიანობის საზომი და ფოთლის სისველის საზომი

 

  საკონტროლო მოწყობილობა - სენსორები კამერა - ფოტოები
გაზომვის ინტერვალი 5 წუთი მომხმარებლის არჩევანის მიხედვით იღებს ფოტოებს 1-დან 3 ფოტომდე დღეში
ლოგირების ინტერვალი 15 წუთი  მომხმარებლის არჩევანის მიხედვით იღებს ფოტოებს 1-დან 3 ფოტომდე დღეში
გადაცემის ინტერვალი 60 წუთი  ფოტოების გადაღების შემდგომ

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

CropVIEW® - მცენარეთა დისტანციური მონიტორინგისთვის