LoRATH - მარტივი მეტეო სადგური თქვენი ფერმისთვის
LoRATH მეტეო სადგური შესაძლოა დაუკავშირდეს ნებისმიერ არსებულ LoRaWAN® ქსელს, თუ წარმოდგენილია თქვენს ლოკაციაზე. LoRATH ზომავს ჰაერის ტემპერატურას, ფარდობით ტენიანობას, ფოთლის სისველეს და ნიადაგის ტენიანობას.
მოწყობილობა შესაძლებელია გამოიყენოთ როგორც შიდა სივრცეში (გვირაბები, სათბურები, სხვა სიდა სივრცეები), ასევე ღია გრუნტში (დაცვის კლასი IP65). სრული ინფორმაცია სინქრონიზდება FieldClimate პლატფორმასთან.

ძირითადი უპირატესობები
- მცენარეთა ევაპოტრანსპირაციის მონიტორინგით ირიგაციის უკეთ დაგეგმვა, წყლის, დროისა და თანხების დაზოგვა
- გვეხმარება შინაურ ცხოველთა და ფრინველთა პრობლემების პრევენციაში, რომლებიც გამოწვეულია დახურულ სივრცეში არასტანდარტული კლიმატური პირობებით
- დაავადებათა მოდელირებით უკეთ ვგეგმავთ მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს და თავიდან ვიცილეთ დანაკარგებს
- სამუშაოს დაგეგმვა - რომელიც ზოგავს დროს და მეურნეობის ეფექტურობას ამაღლებს
პროდუქტის ვარიაციები
| LoRATH 80 | LoRATH 80 SM (SOIL) | |
| ჰაერის ტემპერტაურა | ✓ | ✓ |
| ჰაერის ტენიანობა | ✓ | ✓ |
| ნიადაგის ტენიანობა | × | ✓ |
| წყლის ზედაპირული დაჭიმულობა | × | ✓ |
| ნამის წერილი | გამოთვლილი | გამოთვლილი |
| VPD (ორთქლის წნევის დეფიციტი) | გამოთვლილი | გამოთვლილი |
| Delta T | გამოთვლილი | გამოთვლილი |
რაში შეიძლება გამოიყენოთ?
- დაგეგმოთ სამუშაო კვირა ლოკალურ ამინდის პროგნოზე დაყრდნობით
- დაგეგმოთ სამუშაო დღე რეალური წვიმის და ტემეპრატურის მონაცემების მიხედვით, რომელიც კონკრეტულად თქვენს მეურნეობაში იქნება
- დაგეგმოთ მცენარეთა დამუშავება დაავადებათა მოდელირების მიხედვით, რომელიც წინასწარ გამცნობთ დაავადების საშიშროების შესახებ
- დაგეგმოთ ირიგაცია მონაცემებისა და მცენარის მიერ ათვისებული წყლის მოსალოდნელი მოცულობის მიხედვით
- მიიღო მონაცემები პირდაპირ შენს მართვის პროგრამაში ავტომატური ინტერფეისით
LoRATH კავშირი

LoRATH მარტივად უკავშირდება არსებულ LoRaWAN® ქსელს. ისეთი ადგილებისთვის, სადაც კომერციულად ხელმისაწვდომი არ არის LoRaWAN® ქსელი, Pessl Instruments უზრუნველყოფს LoRaWAN® ქსეის მოწყობას უშუალოდ თქვენი მეურნეობისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ ქსელს დააკავშიროთ ნებისმიერი LoRa® სენსორი, Pessl Instruments-ის თუ სხვა მწარმოებელების ასორტიმენტიდან.
LoRATH-ის მონაცემები
შესაბამისი ჭკვიანი სენსორების მეშვეობით, LoRATH გაწვდით შემდეგ მონაცემებს:
- ფოთლის სისველე დაავადების პროგნოზირებისთვის
- VPD და Delta T შესხურებისთვის საუკეთესო ამინდის განსაზღვრითვის
- ნამის წერტილი ყინვის პროგნოზირებისთვის
ტექნიკური მახასიათებლები
| კორპუსი | UV რეზისტენტული პოლიკარბონატის პლასტმასი (დაცვის კლასი IP65) |
| ზომები | 14.8×11.8×9.3 სმ |
| წონა | 0.25 კგ |
| კავშირი | LoRaWAN® - სიხშირეები: EU863-870, RU864-870, US902-928, AU915-928 and AS920-925 |
| ენერგიის წყარო | მზის პანელი |
| გაზომვის ინტევალი | 15 წუთი |
| ლოგირების ინტერვალი | 15 წუთი |
| კომუნიკაციის ინტერვალი | 15 წუთი |
| სენსორები | |
| ჰაერის ტემპერატურა | სამუშაო ტემპერატურა: -40 °C-დან +125 °C თერმომეტრის error: -10 °C-დან +85 °C: +/- 0.3 °C |
| ფარდობითი ტენიანობა | სიზუსტე 0 – 80 %: +/- 2 % სიზუსტე 80 – 100 %: +/- 3 % |