აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

METOS® VWS - ვირტუალური მეტეო სადგური

870.00
აირჩიეთ:
VWS და 1 GPS ლოკაცია
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
Pessl Instruments
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

METOS® VWS - ვირტუალური მეტეო სადგური

 

ჭკვიანი სოფლის მეურნეობის შეუცვლელი ატრიბუტი

 

ამინდის ვირტუალური სადგურის უპირატესობები

  • აგრონომიისთვის საჭირო სიზუსტე ტექნიკური ხარჯების გარეშე;
  • რენტაბელური და მარტივად გამოსაყენებელი; აქტივაცია შესაძლებელია კომპიუტერსა თუ მობილურ ტელეფონზე მხოლოდ რამდენიმე დაჭერით;
  • წვდომა FieldClimate-ის ინსტრუმენტების მთელს პაკეტზე;
  • API-ს მეშვეობით უწყვეტი ინტეგრაცია პარტნიორების მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაში (FarmFacts, 365Farmnet, …);
  • გამოყენება შესაძლებელია დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან, გამონაკლისის გარეშე;
  • გადაწყვეტების ისეთივე სპექტრი, როგორიც აქვს ფიზიკურ ამინდის სადგურს;
  • ყველა აუცილებელი პარამეტრის დათვლა ყველაზე ეფექტური შედეგებისათვის;
  • გადაწყვეტების მხარდაჭერის სრული სერვისი - ამინდის პროგნოზი, დაავადების მოდელირება, სამუშაოს დაგეგმვა.

 

ძირითადი მახასიათებლები

  • VWS-ის გამომთვლელი სენსორები iMETOS IMT300-ის სენორების კომპლექტის მსგავსია:
    • ქარის სიჩქარე;
    • მზის გამოსხივება;
    • ნიადაგის ტემპერატურა;
    • ჰაერის ტემპერატურა;
    • ნალექიანობა;
    • ფარდობითი ტენიანობა და ფოთლის სისველე;
    • მიღებული მაჩვენებლებით გამოითვლება წყლის აორთქლების კოეფიციენტი (ET o), წყლის აორთქლების დეფიციტი (VPD) და DeltaT.
  • მონაცემთა და გადაწყვეტის მხარდაჭერის ყველა სერვისი ხელმისაწვდომია ონლაინ, FieldClimate-ის პლატფორმაზე.

 

ვირტუალური სადგური საუკეთესო გადაწყვეტილებაა იმ შემთხვევაში თუ:

  • გაქვთ დიდი ფართობი ერთი ცენტრალური ამინდის სადგურით და გსურთ ამინდის შესახებ ინფორმაცია მიიღოთ იმავე ტერიტორიის დაშორებული ადგილებიდან მინიმალური დანახარჯებით;
  • თქვენი სამუშაოები დამოკიდებულია გარემო პირობებზე, შესაბამისად, გსურთ მიიღოთ ინფორმაცია მოსალოდნელი ყინვის, დაავადების მოდელირებისა და მონაცემების შესახებ, რათა გადაწყვეტილებები ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით მიიღოთ. ამავდროულად, არ გსურთ დიდი ხარჯის გაწევა ფიზიკური ამინდის სადგურის შესაძენად; • თქვენ უკვე გაქვთ METOS®-ის სადგური, თუმცა, ვირტუალური სენსორების დახმარებით გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ამინდის შესახებ, მაგალითად, ქარის სიჩქარის, მზის გამოსხივების, ნიადაგის ტენიანობის, ფოთლის სისველის განსაზღვრა ისეთ სერვისებთან ერთად, როგორიცაა სამუშაოს დაგეგმვა, წყლის რესურსების მართვა და დაავადების მოდელირება;
  • გსურთ გაეცნოთ ჭკვიან სოფლის მეურნეობას, მაგრამ ამ ეტაპზე არ გსურთ ფიზიკური ამინდის სადგურის შეძენა (კოოპერატივები, მცირე მეურნეობები);
  • გჭირდებათ ამინდის შესახებ წარსული მონაცემებისა და ექსტრემალური ადგილობრივი ამინდის მოვლენების შესახებ ინფორმაციის შენახვა SmartCity-სა თუ ლოგისტიკური კომპანიებისათვის.

 

iMetos VWSამინდის ვირტუალური სადგური VS iMetos IoT სადგური

  iMetos VWS ვირტუალური სადგური iMetos IoT სადგურები
ცვლადები იგივე პარამეტრები რაც აქვს iMETOS IMT300-ს + ნიადაგის ტემპერატურა დამოკიდებულია ჩაშენებულ სენსორებზე
სიზუსტე შეზღუდული მაღალი
გამოსადეგობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მხოლოდ იქ, სადაც სადგური არის დამონტაჟებული
რელიეფი მარტივი ნებისმიერი
შენახვა არ საჭიროებს რეგულარულად საჭიროებს შენახვის პირობების დაცვას
შესაბამისობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად (ყინვა, წყლის რესურსების მართვა, დაავადების მოდელირება, სხვა) შეზღუდული მაღალი

 

  • ფიზიკური სენსორების არ არსებობის გამო, შესაძლებელია იყოს მცირედი შეუსაბამობები რეალურ მაცვენებლებთან შედარებით;
  • ნალექიანობის მაჩვენებლის სიზუსტე დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილზე, მიკროკლიმატის გათვალისწინებით;
  • კომპლექსური რელიეფის შემთხვევაში, ზუსტი მაჩვენებლების მისაღებად მიზანშეწონილია METOS®-ის სადგურის შეძენა.

 

მონაცემთა ხარისხი რეალური შემთხვევების გათვალისწინებით

რეალური შემთხვევების შესწავლის შედეგად, ამინდის ვირტუალური სადგური მუდმივად უმჯობესდება.

 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვირტუალური მონაცემების სიზუსტის ანალიზის შედეგად, METOS®-ის 50-ზე მეტ სხვადასხვა სადგურს გარემო ფაქტორების 7 პარამეტრი დაემატა. კონკრეტულად, ჰაერის ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, მზის გამოსხივება, ქარის სიჩქარე და ნიადაგის ტემპერატურა იზომება საათში ერთხელ, ხოლო ნალექიანობა და ფოთლის სისველე განისაზღვრება დღეში ერთხელ.

 

შედეგებმა აჩვენა, რომ საათობრივად განსაზღვრულ ჰაერის ტემპერატურას აქვს საშუალო აბსოლუტური გადახრა <1.5K, ფარდობით ტენიანობას <10%, ქარის სიცქარეს <1.5მ/წმ, ხოლო ნალექიანობას <2მმ.

 

ამინდის ვირტუალური სადგური საჭიროების შემთხვევაში იძლევა წვიმის მონაცემების ხელით კორექტირების შესაძლებლობას. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს პატარა ნალექმზომი, რათა გაზომოს ფაქტობრივი ნალექიანობა და შემდეგ დააკორექტიროს მონაცემები FieldClimate-ის პლატფორმაზე. მანუალურად შესწორებული ნალექიანობის მონაცემები უზრუნველყოფს უფრო ზუსტ ინფორმაციას წყლის ბალანსის თაობაზე.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

METOS® VWS - ვირტუალური მეტეო სადგური