humimeter FS1 მარცვლეულის ტენიანობის საზომი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

FS1 მარცვლეულის ტენიანობის მობილური საზომი

პროდუქტის კოდი: 00-00026919
2259.00
აირჩიეთ:
FS1
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოდელი
humimeter FS1
მწარმოებელი
Schaller
ქვეყანა
ავსტრია

პროდუქტის აღწერა

humimeter FS1 მარცვლეულის ტენიანობის საზომი

humimeter FS1 მთლიანი მარცვლის ტენიანობის საზომი იდეალურია სოფლის მეურნეობაში საველე კონტროლისთვის და ხშირად გამოიყენება ქერის ტენიანობის გასაზომად. ხელსაწყო მარტივი გამოსაყენებელია და საჭიროებს ნიმუშის მხოლოდ მცირე რაოდენობას. ამგვარად თავიდან აიცილებთ არასწორი ტენიანობით გამოწვეულ ფინანსურ დანაკარგებს.

ჩვენს humimeter FS1 მარცვლეულის ტენმზომს აქვს წყლის შემცველობის 5%-დან 30%-მდე საზომი დიაპაზონი (დამოკიდებულია კულტურაზე/ჯიშზე).

გამოყენების სფეროები:

მარცვლეულის ტენმზომი გამოიყენება სიმინდის, ჭვავის, ტრიტიკალეს, ხორბლის, ქერის, შვრიის, რაფსის, სოიოს, ცერცვის, მზესუმზირის მარცვლის, სორგოს, ფეტვის, მდოგვის თესლის, წიწიბურას, გაცეხვილი და გაუცეხავი ბრინჯის, მწვანე გაცეხვილი და მოხალული ყავისთვის. მოწყობილობა განსაკუთრებით მოსახერხებელია საველე პირობებში გამოსაყენებლად.

საზომი ხელსაწყო კალიბრაციის შემდეგ მორგებულია შემდეგ სტანდარტულ მეთოდებზე:

  • EN ISO 6540 სიმინდისთვის
  • EN ISO 665 ზეთოვანი კულტურებისთვის
  • EN ISO 712 მარცვლეულისთვის
  • EN ISO 24557 პარკოსანი კულტურებისა და ლობიოსთვის

 

უპირატესობები

  • მთლიანი მარცვლის საზომი მოწყობილობა, რომელიც საჭიროებს ნიმუშის მცირე რაოდენობას - 60 გრამს;
  • განკუთვნილია მრავალი სახეობის მარცვლეულისთვის;
  • არ საჭიროებს ნიმუშის წინასწარ მომზადებას;
  • ამცირებს მარცვლის შრობის ხარჯებს;
  • უზრუნველყოფს ობის განვითარების პრევენციას.

 

ტექნიკური მახასიათებლები

საზომი დიაპაზონი

5-დან 30%-მდე წყლის შემცველობა (დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე)

გარჩევადობა (დანაყოფის ფასი)

0.1% წყლის შემცველობა

კალიბრაციის სიზუსტე რეფერენტულ მასალასთან

+/- 0.7%

კომპენსაცია

ნიმუშის ტემპერატურის გაზომვა, მოცულობითი სიმკვრივის კომპენსაცია სასწორის გამოყენებით

ტემპერატურის კომპენსაცია

ავტომატური

გაზომვის შედეგი

წამებში, ნიმუშის წინასწარი მომზადების გარეშე

მეხსიერების ფუნქცია

მონაცემების ეკრანზე შეჩერების (Hold) ფუნქცია

ზომები (გაბარიტები)

155 x 75 x 90 მმ

წონა

360 გ (ელემენტების ჩათვლით)

კვების წყარო

4 ცალი 1.5 ვოლტიანი AA ტიპის ტუტე (Alkaline) ელემენტი

ოფსეტის (წანაცვლების) ფუნქცია

საკალიბრაციო მრუდის კორექტირება

მენიუს ენები

ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, ჩეხური, პოლონური, უნგრული, რუსული, საერთაშორისო

 

მოხმარების წესი და გაზომვის პროცესი

 

ხანგრძლივი დროის განმავლობაში გაზომვის ზუსტი მაჩვენებლების უზრუნველსაყოფად, humimeter-ის მარცვლეულის ტენიანობის საზომი ჩართვისთანავე ავტომატურად ასრულებს თვითკალიბრაციას. ამის შემდეგ, მოწყობილობაზე შესაძლებელია გასაზომი მარცვლეულის ტიპისთვის შესაბამისი მახასიათებელი მრუდის (კულტურის) არჩევა. შემდეგ, ტენმზომის საზომი კამერა ივსება შერჩეული მარცვლეულის შესაბამისი რაოდენობით.
მარცვლეულის ზუსტი რაოდენობის განსასაზღვრად, ხელსაწყოს კომპლექტაციაში შედის სასწორი და საზომი ჭიქა.
ეკრანზე მონაცემის დაფიქსირების ფუნქცია - მიღებული შედეგი ეკრანზე ნარჩუნდება ახალი გაზომვის დაწყებამდე. გაზომვის სიზუსტისა და განმეორებადობის გასაზრდელად, მოწყობილობაში შენახულია ჰექტოლიტრული წონის (ნატურის) სხვადასხვა მაჩვენებლები.
ეს ნიშნავს, რომ სხვადასხვა მოცულობითი სიმკვრივე უარყოფითად არ იმოქმედებს გაზომვის შედეგებზე.
მარცვლეულის ტენმზომების მთელი სერია დაკალიბრებული და შემოწმებულია EN-ISO 712 სტანდარტით გათვალისწინებული შრობის მეთოდის გამოყენებით.
ამავდროულად, იზომება, ეკრანზე აისახება და ტენიანობის გამოთვლაში გაითვალისწინება ნიმუშის ტემპერატურაც.

ტემპერატურის საზომი დიაპაზონი შეადგენს 0°C-დან 40°C-მდე და მისი ასახვა შესაძლებელია როგორც °C, ისე °F ერთეულებში.

წყლის შემცველობის წაკითხვა მყისიერად არის შესაძლებელი მარცვლეულის ტენიანობის საზომის დიდ ეკრანზე.

  • მუშაობს პირდაპირ, ნიმუშის წინასწარი მომზადების გარეშე
  • გაზომვის არადესტრუქციული მეთოდი (ნიმუში არ ზიანდება)
  • ასევე გამოიყენება როგორც ქერის ტენიანობის საზომი

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

FS1 მარცვლეულის ტენიანობის მობილური საზომი