humimeter FSW მარცვლეულის ტენიანობის საზომი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

FSW მარცვლეულის ტენიანობის სტაციონალური საზომი

პროდუქტის კოდი: 00-00026918
6938.00
აირჩიეთ:
FSW
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 8.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოდელი
humimeter FSW
მწარმოებელი
Schaller
ქვეყანა
ავსტრია

პროდუქტის აღწერა

humimeter FSW მარცვლეულის ტენიანობის საზომი ჰექტოლიტრული წონის (ნატურის) გაზომვის ფუნქციით

humimeter FSW მთლიანი მარცვლის ტენიანობის საზომი წარმოადგენს მძლავრ მოწყობილობას ტენიანობისა და ჰექტოლიტრული წონის (ნატურის) ზუსტი განსაზღვრისთვის.
ის ფართოდ გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, სავაჭრო სექტორში, მეთესლეობაში, ასევე კვებისა და ცხოველთა საკვების მრეწველობაში.
humimeter FSW განსაკუთრებით მოსახერხებელია უშუალოდ საველე პირობებში გაზომვების საწარმოებლად. ეს უნივერსალური საზომი მოწყობილობა იდეალურია ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა: სიმინდი, ხორბალი, მაგარი ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, სოიო, რაფსი, გაურჩეველი წიწიბურა, ტრიტიკალე, ფეტვი და სორგო. ასევე: მზესუმზირა, გოგრის თესლი, გაურჩეველი და გარჩეული ბრინჯი, მინდვრის ბარდა, ცერცვი, ოსპი და მოხალული ყავა. მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სხვა პროდუქტების დამატებაც. გაზომილი მონაცემების შენახვა შესაძლებელია ტენიანობის საზომში ინტეგრირებული მონაცემთა ლოგერის მეშვეობით. ჩანაწერებს შეგიძლიათ დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია და მოგვიანებით მარტივად მოძებნოთ ისინი.

ეს უნივერსალური საზომი მოწყობილობა იდეალურია ისეთი კულტურებისთვის, როგორიცაა: სიმინდი, ხორბალი, მაგარი ხორბალი, ჭვავი, ქერი, შვრია, სოიო, რაფსი, გაურჩეველი წიწიბურა, ტრიტიკალე, ფეტვი და სორგო.
ასევე: მზესუმზირა, გოგრის თესლი, გაურჩეველი და გარჩეული ბრინჯი, მინდვრის ბარდა, ცერცვი, ოსპი და მოხალული ყავა. მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სხვა პროდუქტების დამატებაც.

გაზომილი მონაცემების შენახვა შესაძლებელია ტენიანობის საზომში ინტეგრირებული მონაცემთა ლოგერის მეშვეობით. ჩანაწერებს შეგიძლიათ დაურთოთ დამატებითი ინფორმაცია და მოგვიანებით მარტივად მოძებნოთ ისინი.

გაზომვის სიზუსტისა და შედეგების სტაბილურობის (განმეორებადობის) გასაზრდელად, მოწყობილობა გაზომვას ასრულებს ჰექტოლიტრული წონის კომპენსაციით. შემავსებელი ძაბრი, რომელიც ასევე შედის კომპლექტაციაში, უზრუნველყოფს სუფთა სამუშაო პროცესს.

ტენიანობის გაზომვისას აპარატი ავტომატურად ითვალისწინებს მარცვლის ტემპერატურას, რაც უზრუნველყოფს ზუსტ შედეგს ნებისმიერ ამინდში. ინტეგრირებული USB პორტის საშუალებით კი შეგიძლიათ მოწყობილობა მარტივად დაუკავშიროთ კომპიუტერს, რათა განაახლოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფა ან დაამატოთ ახალი კულტურების საზომი მონაცემები.

ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები და სიზუსტე

humimeter FSW-ს სიზუსტე დადასტურებულია საერთაშორისო ლაბორატორიული მეთოდებით. მოწყობილობა დაკალიბრებულია და შეესაბამება შემდეგ სტანდარტებს:

  • EN ISO 6540 - სპეციალური სტანდარტი სიმინდისთვის.
  • EN ISO 665 - ზეთოვანი კულტურებისთვის (რაფსი, სოიო, მზესუმზირა).
  • EN ISO 712 - მარცვლეული კულტურებისთვის (ხორბალი, ქერი, ჭვავი).
  • EN ISO 24557 - პარკოსანი კულტურებისთვის (ბარდა, ლობიო).

მთავარი უპირატესობები

  • ტენიანობის, ჰექტოლიტრული წონისა და ტემპერატურის სწრაფი გაზომვა
  • ფოლადის მყარი კორპუსი
  • ამცირებს მარცვლის შრობის ხარჯებს
  • განკუთვნილია ყველა ტიპის ნედლეულისა და საბოლოო პროდუქტისთვის
  • თავიდან აგარიდებთ ხარისხის გაუარესებასა და ობის გაჩენას

ტექნიკური ინფორმაცია

მახასიათებელი

აღწერა

გაზომვის დიაპაზონი

5-დან 40%-მდე წყლის შემცველობა და 30-დან 90 კგ/ჰლ-მდე (კულტურის ჯიშის მიხედვით)

გარჩევადობა (ბიჯი)

0.1% წყლის შემცველობა, 0.1 კგ/ჰლ ჰექტოლიტრული წონა (ნატურა)

წყლის შემცველობის კალიბრაციის სიზუსტე ეტალონურ მასალასთან მიმართებაში

+/- 0.4%

ჰექტოლიტრული წონის კალიბრაციის სიზუსტე საზომ ძაბრთან მიმართებაში

+/- 0.7 კგ/ჰლ

კომპენსაცია

ინტეგრირებული ჰექტოლიტრული წონისა და ნიმუშის ტემპერატურის გაზომვის მეშვეობით

ნიმუშის საშუალო რაოდენობა

დაახლ. 330 გ (კულტურის ჯიშის მიხედვით)

გაზომვის შედეგი

3 წამში, ნიმუშის წინასწარი მომზადების გარეშე. სუფთა სამუშაო პროცესი უზრუნველყოფილია შემვსები ძაბრის წყალობით

მეხსიერების ფუნქცია

შედეგის დაფიქსირების (Hold) ფუნქცია, მონაცემთა ჟურნალი 10,000 ჩანაწერისთვის გაზომვის წერტილის (ლოკაციის) რეპორტით

გაბარიტები (FSW ზომები)

250 x 80 x 180 მმ

შემვსები ძაბრის ზომები

160 x 100 x 25 მმ

წონა

1.7 კგ

კვების წყარო

4 ცალი 1.5 V ტუტე (Alkaline) AA ტიპის ელემენტი

გადახრის (Offset) ფუნქცია

კალიბრაციის მრუდის კორექტირება

მენიუს ენები

ინგლისური, გერმანული, იტალიური, ფრანგული, ესპანური, პორტუგალიური, ჩეხური, პოლონური, რუსული.

ექსპლუატაცია და გაზომვის პროცესი

გაზომვის მაქსიმალურად ზუსტი შედეგების მისაღებად, გასაზომი მასალის ტემპერატურა მიახლოებით უნდა ემთხვეოდეს თავად მოწყობილობის ტემპერატურას.

ავტომატური დარეგულირებისა და სასურველი კალიბრაციის არჩევის შემდეგ, შეგიძლიათ უშუალოდ გაზომვის პროცესი დაიწყოთ.

კომპლექტში არსებული ძაბრი უზრუნველყოფს საზომი კამერის სუფთად და აკურატულად შევსებას. კამერა უნდა შეივსოს სწორ ზედაპირამდე; ნებისმიერი ზედმეტი მასალის მოცილება მარტივად არის შესაძლებელი ძაბრის მოძრავი ნაწილის მეშვეობით.
გაზომვის დაწყებიდან რამდენიმე წამში, ეკრანზე გამოისახება მიღებული მაჩვენებელი, რომლის შენახვაც პირდაპირ მოწყობილობაშივე შეგიძლიათ.

გამოიყენეთ არადესტრუქციული გაზომვის მეთოდის უპირატესობა, რომელსაც სულ რაღაც წამები სჭირდება, და ჩაატარეთ ერთი და იგივე ნიმუშის რამდენიმე გაზომვა. ცალკეული გაზომვის შედეგების შენახვისას, მოწყობილობა ავტომატურად გამოითვლის მათ საშუალო მაჩვენებელს.

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

FSW მარცვლეულის ტენიანობის სტაციონალური საზომი