იარავიტა სტოპიტ
დანიშნულება:
იარავიტა სტოპიტი არის თხევადი სასუქი, რომელიც შეიცავს მაღალი კონცენტრაციით კალციუმს და გამოიყენება ფოთლოვანი გამოკვებისთვის კალციუმთან დაკავშირებული დარღვევების კონტროლისა და შემცირების მიზნით.
უპირატესობები:
- მოსავლის და ხარისხის გაუმჯობესება
- იდეალურია კალციუმის გაუმჯობესებისთვის ხეხილში
- დამუშავებული ნაყოფი უფრო მდგრადია დაავადებების მიმართ
- აძლიერებს უჯრედების კედლებს
- მარტივად გამოსაყენებელი, თხევადი ფორმულაცია. მარტივად დისპერგირდება შემასხურებლის ავზში
- დადასტურებულია საიმედო გამოყენებაში. გამოცდილია კულტურების ფართო სპექტრზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
- სასუქში საკვებ ნივთიერებათა მაღალი შემცველობა, ნიშნავს პროდუქტის ხარჯვის უფრო დაბალ ნორმას, რაც ამცირებს დამუშავების დროს.
შემადგენლობა
| პროცენტული შემცველობა (%) | ნივთიერება | გ/ლ |
| 16 | კალციუმი (Ca) | 160 |
| 22.4 | კალციუმის ოქსიდი (CaO) | 224 |
გამოყენება:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა | წყლის ხარჯვის ნორმა | გამოყენების პერიოდი |
| ვაშლი | 2-5 ლ/ჰა | 150-500 ლ/ჰა | კვირტების გახსნამდე, 7-10 დღიანი ინტერვალით, საჭიროებისამებრ ყვავილობის დასაწყისში. რეგულარული დამუშავება 5-10 ლ/ჰა, 7-14 დღიანი ინტერვალით ფოთლცვენიდან მოსავლის აღებამდე ერთი კვირით ადრე. |
| მსხალი | 5-10 ლ/ჰა | 150-500 ლ/ჰა | 7-14 დღიანი ინტერვალით ფოთლცვენიდან მოსავლის აღებამდე ერთი კვირით ადრე. |
| მარწყვი | 10 ლ/ჰა | 300-600 ლ/ჰა | 3 დამუშავება, ყვავილობის დასაწყისიდან. განმეროებით დამუშავება 7-10 დღიანი ინტერვალით. |
| ალუბალი | 10 ლ/ჰა | 500 ლ/ჰა | 2 დამუშავება, მოსავალის აღებამდე 4 და 2 კვირით ადრე |
| კომბოსტოსებრნი | 5 ლ/ჰა | 75-200 ლ/ჰა | 2-3 დამუშავება, თავის ფორმირების ფაზიდან მოსავალის აღებამდე. შესაძლებელია 10-14 დღიანი ინტერვალით გამოყენება. |
| სტაფილო | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | 2-3 დამუშავება 10-15 სმ ფაზაში ან როდესაც არის ფოთლოლზე საკმარისი ფართობი სასუქით მისი დაფარვისთვის. შესაძლებელია 10-14 დღიანი ინტერვალით გამოყენება. |
| კარტოფილი | 5-10 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | 2-3 დამუშავება, ტუბერის ჩასახვის პერიოდში (როცა წვეროს ყლორტების 50% არის ღეროზე ორჯერ მეტი დიამეტრის), დამუშავებებს შორის 10-14 დღიანი ინტერვალი |
| ხახვი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ბოლქვის გაჯირჯვების პერიოდში. განმეორებითი დამუშავება 10-14 დღიანი ინტერვალი, საჭიროების მიხედვით. |
| სალათა | 5 ლ/ჰა | 500 ლ/ჰა | (ღია გრუნტი): 2-3 დამუშავება ყვავილობის ფაზიდან 10-14 დღიანი ინტერვალით. |
| პომიდორი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ყვავილობის ფაზიდან 7-14 დღიანი ინტერვალით. |