იარავიტა თიოთრაქ 300
დანიშნულება:
იარავიტა თიოთრაქ 300 არის სრულად ფორმულირებული თხევადი სასუქი, რომელიც შეიცავს გოგირდს. გამოიყენება გოგირდის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მრავალ კულტურებში.
უპირატესობები:
- მაღალკონცენტრირებული თხევადი სასუქი
- შეიცავს გოგირდს 100%-იანი ხსნადი ფორმით
- არ საჭიროებს ოქსიდაციას მცენარის მიერ ათვისებამდე
- შეიცავს აზოტს რათა შეინარჩუნოს აზოტის და გოგირდის თანაფარდობა
- მცენარე ითვისებს მყისიერად და შესანიშნავად
- გააჩნია გახანგრძლივებული ათვისების ეფექტი
შემადგენლობა:
| პროცენტული შემცველობა (%) | ნივთიერება | გ/ლ |
| 15 | აზოტი (N) | 150 |
| 22.7 | გოგირდი (S) | 150 |
გამოყენება:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა | წყლის ხარჯვის ნორმა | გამოყენების პერიოდი |
| ვაშლი | 3-5 ლ/ჰა | დამუშავება ყვავილობამდე. გაიმეორეთ კოკრების გამოჩენისას და საჭიროებისამებრ 10-14 დღის შემდეგ ან მოსავლის აღების შემდგომ ფოთოლცვენამდე. გაფრთხილება: არ გამოიყენოთ ყვავილობის პერიოდში. ეს პროდუქტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას რომელიც 15 ლ/ჰა ოდენობით გამოყენებისას იწვევს ნაყოფის გათხელებას. აღნიშნული ნორმებით გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს ფოთლების დამწვრობა და კომპანია იარა არ იძლევა აღნიშნული ხარჯვის ნორმით დამუშავების რეკომენდაციას | |
| მარცვლოვნები | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | აღერებიდან პირველი მუხლთაშორისის გამოჩენამდე. ზომიერი და მძიმე დეფიციტის შემთხვევაში, გაიმეორეთ 10-14 დღიანი ინტერვალით. საფქვავი ხორბალი: 5 ლ/ჰა, სრულად დათავთავებიდან რძისებრ-ცვილისებრ სიმწიფემდე ან 2 ჯერ დამუშავება 3 ლ/ჰა ხარჯვის ნორმით დროშა ფოთლის ფაზიდან რძისებრ-ცვილისებრი სიმწიფის ფაზის ბოლომდე |
| ვაზი | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | დამუშავება კვირტების გაშლისას, როდესაც ყვავილედი გაცალკევებულია ერთმანეთისგან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გაიმეორეთ 1-2 ჯერ 10-14 დღიანი ინტერვალით მარცვლების გაზრდის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ გამოხორბვლის პერიოდში და ისევ 10-14 დღის შემდეგ. შენიშვნა: მოერიდეთ დამუშავებას ყვავილობის პერიოდში |
| სიმინდი | 5 ლ/ჰა | 30-200 ლ/ჰა | 4-8 ფოთლის ფაზაში. საჭიროებისამებრ გაიმეორეთ 10-14 დღის შემდეგ. |
| კომბოსტო | 5 ლ/ჰა | 30-200 ლ/ჰა | 4-6 ფოთლის ფაზაში. ზომიერი და მძიმე დეფიციტების დროს დამუშავება. გაიმეორეთ 10-14 დღიანი ინტერვალით |
| ხახვი, სტაფილო | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | დაამუშავეთ როდესაც კულტურა 15 სმ სიმაღლისაა. საშუალო და მძიმე დეფიციტების დროს გამოიყენეთ 10-14 დღიანი ინტერვალით |
| კარტოფილი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | 100 %-ნი აღმოცენებიდან ერთი კვირის შემდეგ. განმეორებითი დამუშავება შეიძლება საჭირო გახდეს 10-14 დღიანი ინტერვალით. ასევე, 5 ლ/ჰა ფოთლის ყუნწის ანალიზიდან გამომდინარე, ტუბერების დაბერვისას და საჭიროებისამებრ 10-14 დღიანი ინტერვალით ტუბერების დაბერვის პერიოდში. |