იარავიტა ქალთრაქ 560 პლუს
დანიშნულება:
მისი მაღალკონცენტრირებული თხევადი ფორმულა შეიცავს კალციუმის კონცენტრაციას, რომელიც 2.5-ჯერ აღემატება ქლორიდებსა და ნიტრატებზე დაფუძნებულ თხევად სასუქების შემცველობას. პროდუქტი სრულიად უსაფრთხოა კულტურებისთვის და უზრუნველყოფს კალციუმის ოპტიმალურ მიწოდებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლის ხარისხსა და პროდუქტიულობას.
გამოირჩევა მცენარის მიერ სწრაფი შეწოვით და ხანგრძლივი მოქმედებით ქსოვილებში, რაც უზრუნველყოფს ეფექტური შედეგების მიღწევას.
უპირატესობები:
- იარავიტა ქალთრაქ 560 პლუს გამოიყენება შემდეგი დეფიციტების მკურნალობისთვის:
- ვაშლის ხეების მწარე ლაქიანობის წინააღმდეგ (Bitter Pit)
- ვაშლის ფოთლების გამოშრობის წინააღმდეგ
- პომიდვრის ყვავილის ლპობის წინააღმდეგ (Blossom End Rot)
- წიწაკის ლაქოვანი ლპობის წინააღმდეგ (Spot Rot)
- სალათის, ენდივისა და ესკაროლის წვეროების გამოშრობის წინააღმდეგ (Tip Burn)
- ალუბლის, ატმის, ნექტარინისა და ქლიავის ნაყოფის დახეთქვის წინააღმდეგ (Cherry Cracking)
შემცველობა:
| პროცენტული შემცველობა (%) | ნივთიერება | გ/ლ |
| 4,1 | აზოტი (N) | 70 |
| 23.2 | კალციუმი (Ca) | 400 |
| 0.2 | ბორი (B) | 3 |
| 1.8 | თუთია (Zn) | 31 |
გამოყენება:
| კულტურა | ხარჯვის ნორმა | წყლის ხარჯვის ნორმა | გამოყენების პერიოდი |
| ვაშლი | 5-10 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | 2 ჯერ, სიმწიფისას |
| გარგარი | 5-10 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ორჯერადი დამუშავება, შესხურება მოსავლის აღებამდე 6 და 4 კვირით ადრე |
| მოცვი | 5-10 ლ/ჰა | 500 ლ/ჰა | ფოთოლცვენის დასრულების შემდგომ, 10 დღის შემდეგ |
| ბროკოლი ბრიუსელის და ყვავილოვანი კომბოსტო | 3-5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | დაწყებული მცენარის 4 დან 9 ფოთლის ფაზამდე, გამეორებით საჭიროებისამებრ 10-14 დღის ინტერვალით |
| კომბოსტო | 3-5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | 4 დან 9 ფოთლის ფაზამდე და გამეორებით საჭიროებისამებრ 10-14 დღის ინტერვალით |
| სტაფილო | 3-5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | გამოიყენება როდესაც ფოთოლზე საკმარისი ფართობია შესხურების ჩასატარებლად, გამეორება საჭიროებისამებრ 10-14 დღის ინტერვალით |
| მარცვლოვნები | 3-5 ლ/ჰა | 100-200 ლ/ჰა | მე-4 ფოთლის ფაზიდან, მეორე კვანძის წარმოქმნამდე, დამუშავების გამეორება შესაძლებელია ჩატარდეს 10-14 დღის ინტერვალით აღნიშნულ ეტაპებში |
| გოგროვნები (ღია გრუნტი) | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | გაიმეორეთ 7 დღის ინტერვალით ნაყოფის განვითარებისას |
| არაქისი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | 4 დან 6 ფოთლის ფაზამდე, რის შემდეგაც მოდის მეორე დამუშავება 10-დან 14 დღის შემდგომ |
| სალათა (ღია გრუნტი) | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | გადარგვიდან 10-14 დღის შემდგომ ან საჭიროებისამებრ 10-14 დღის ინტერვალით |
| თხილი (ფოთლოვანი) | 5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | ფოთოლცვენიდან 7 დღის ინტერვალით |
| ხახვი | 3-5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | გამოყენება 6 ფოთლის ფაზაში და გამეორება საჭიროებისამებრ 10-14 დღის ინტერვალით |
| ატამი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ორჯერადი გამოყენება, შესხურება მოსავლის აღებამდე 6 და 4 კვირით ადრე |
| მსხალი | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | გაიმეორეთ 10 დღიანი ინტერვალით ფოთოლცვენის შემდგომ 4 კვირის შემდეგ |
| მარწყვი (ღია გრუნტი) მალინა | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | სამჯერადი გამოყენება დაწყებული ახალ სეზონზე ფოთლების ზრდიდან, ინტერვალით 10-14 დღე. ბოლო დამუშავება მოსავლის აღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. ამას გარდა 3-5 ლ/ჰა გამოიყენება საჭიროებისამებრ სეზონზე საბოლოო მოსავლის აღების შემდგომ ინტერვალით 10-14 დღე |
| ნესვი (ღია გრუნტი) | 3-5 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | დამუშავება უნდა განმეორდეს 7 დღიანი ინტერვალით ნაყოფის განვითარებისას, ერთი თვით ადრე მოსავლის აღებამდე |
| ქლიავი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ორჯერადი გამოყენება, შესხურება მოსავლის აღებამდე 6 და 4 კვირით ადრე |
| თხილი | 5-10 ლ/ჰა | 200-500 ლ/ჰა | შესხურება 2-3 ჯერ, ვეგეტატიური ზრდის პერიოდში |
| კარტოფილი | 5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | 100% აღმონაცენის გამოჩენიდან 2 კვირის შემდგომ და საჭიროებისამებრ გაიმეორეთ 10-14 დღიანი ინტერვალით |
| პომიდორი | 5 ლ/ჰა | 50-500 ლ/ჰა | ყვავილობიდან ყვავილის ჯამის მეორე ფოთოლაკის ფორმირებამდე, გაიმეორეთ 7 დღიანი ინტერვალით |
| ვაზი | 5 ლ/ჰა | 200 ლ/ჰა | ორჯერადი გამოყენება ყვავილობამდე ინტერვალით 10-14 დღე, ამას გარდა გამოყენება გამეორებულ შეიძლება იქნას ნაყოფის მოკრეფიდან 10-14 დღის შემდეგ |