აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ჩასაბმელი სარწყავი პივოტი T-L Quick Tow

აირჩიეთ:
T-L Quick Tow
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
T-L Irrigation
ქვეყანა
ამერიკა

პროდუქტის აღწერა

გადაადგილდი რამდენიმე წუთში

 

"მრავალფუნქციურობა" აღწერს T-L Quick Tow-ს ყველაზე უკეთ. იდეალურია, როცა მნიშვნელოვანია თესლბრუნვა... და როცა დიდი დართობის მორწყვა გვსურს... ან როცა ორი ან მეტი კულტურა მოგვყავს და დროულად გაღივება კრიტიკულია. როცა სტაციონალური პივოტი არაპრაქტიკულია, Quick Tow-ს მოქნილობის წყალობით, შეგიძლიათ დაფაროთ მეტი ფართობი, ნაკლები საწყისი ინვესტიციით.

 

T-L Quick Tow დიზაინის მქონე სარწყავი სისტემა იმეორებს ყველა იმ უპირატესობას, რაც გააჩნუა სხვა ყველა T-L-ის სისტემებს, საუკეთესო სტრუქტული სიმტკიცე, გამოყენების სიმარტივე, წყლის თანაბარი განაწილება, უსაფრთხოება და მომსახურების დაბალი ხარჯები.

 

Quick Tow დიზაინი ითვალისწინებს ყველა კომუნიკაციის, ენერგიის წყარს, ჰიდრავლიკური ტუმბოს და საწვავის ავზის მოთავსებას პივოტის ბრუნვის წერტილში, რაც ძალიან ამარტივებს სისტემის ჩასაბმელი პოზიციისთვის მომზადებას. T-L-ის ექსკლუზიური ჰიდრავლიკური დომკრატების წყალობით, საბურავების 90 გრადუსით მობრუნება უმარტივესია ... სანამ სხვები ჯერ კიდევ ცდილობენ, თქვენ გადაადგილებთ და მარტივად მორწყავთ.

 

მიუხედავად იმისა, რომ T-L Quik Tow პორტატულია, იგი ინარჩუნებს T-L-ის სისტემების ყველა უპირატესობას, იგი გადაადგილდება მუდმივად და უწყვეტად, წყლის გაფრქვევა თანაბარია, გადაცემას აქვს ინდუსტრიაში საუკეთესო გარანტია, საჭიროებს მინიმალურ ტექნიკურ მომსახურებას, უსაფრთხო და დაცულია მაღალი ვოლტაჟისგან და უმარტივესია გამოსაყენებლად.

 

T-L-ის დომკრატი

 

  1. მინიმალური მომზადება - Quick Tow დიზაინის წყალობით, მისაბმელ მდგომარეობისთვის მომზადება 1 წუთზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ
  2. დომკრატები - T-L-ის ექსკლუზიური დომკრატები სწევს თითოეულ საყრდენ კოშკს, მარტივი გადაადგილებისა და მოწრყვისთვის
  3. საბურავის მარტივი მობრუნება - დომკრატების წყალობით საბურავების 90° მობრუნება უმარტივესია

 

T-L Quick Tows

მორწყეთ 5-დან 55 ჰექტრამდე ფართობი თითო ბრუნით...

რომ ზუსტად მოერგოთ თქვენს ნაკვეთსა და მეურნეობას.

 

შეგიძლიათ მორწყოთ წრის სრული ან ნებისმიერი სეგმენტის ფართობი და სწრაფად გადაანაცვლოთ სისტემა შემდგომ პივოტის წერტილზე. შესაძლებელია ისტემის დაბოლოების მაღალი წნევის გამაფრქვევლების გამოყენება დარჩენილი კუთხეების მაქსიმალურად ათვისებისთვის.

შემატყობინე როდის იქნება

ჩასაბმელი სარწყავი პივოტი T-L Quick Tow