აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ცენტრალური პივოტი

აირჩიეთ:
ცენტრალური პივოტი
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
T-L Irrigation
ქვეყანა
ამერიკა

პროდუქტის აღწერა

უწყვეტი მოძრაობა ჰიდროსტატიკური გადაადგილებით

კომპანია T-L-ის დიდი გამოცდილების მქონე ინჟინრების მისიაა რომ შექმნან გამოსაყენებლად მარტივი, ეფექტური, შედეგით გამორჩეული და კომფორტული დიზაინის მქონე პივოტური სარწყავი სისტემები. T-L-ის ჰიდროსტატიკური ამძრავებიანი ცენტრალური პივოტური სისტემები აღჭურვილია მსგავსი ტექნოლოგიური კომპონენტებით, რაც სხვა სასოფლო-სამეურნეო მექანიციაშიც გვხვდება, შესაბამისად ტექნიკური სერვისის ჩატარება ნებისმიერი სპეციალისტის გარეშეც მარტივია.

კომპანია T-L-ის საწარმო განთავსებულია 16 ჰექტარზე, რაც მოიცავს 16 შენობას, მათ შორის საკუთარ მილების საწარმოებსა და გალვანიზაციის განყოფილებებს. ცენტრალური პივოტების საწარმო სერტიფიცირებული ISO9001 სტანდარტით. 

T-L-ის ჰიდროსტატიკური ძრავებით აღჭურვილი ცენტრალური პივოტები გამოირჩევა რიგი უპირეტოსებებით, ელექტრო ძრავით აღჭურვილ პივოტებთან შედარებით: მუდმივი გადაადგილება, რომელიც განაპირობებს წყლის თანაბარ განაწილებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი წნევის პირობებში; გაუმჯობესებული წევა ამცირების ჩარჩენის ალბათობას და მუდმივად-წნევაცვლადი მოცულობის ჰიდრავლიკის ტუმბო უზრუნველყოფს სრულ ბრუნს ნებისმიერ სიჩქარეზე. 

T-L-ის პივოტის გადაბმულობის საკონტროლო უნიკალური სარქველი მყისიერად აჩერებს სისტემას, იმ შეთხვევაში თუ სისტემა ჩარჩა ან მოიხარა, შესაბამისად სტრუქტურული ან მცენარეთა დაზიანება თავიდან აცილებულია. T-L-ის შეუდარებელი სიმტკიცისა და წევის ძალის მქონე ამძრავი ერთეულები თითოეულ ბორბალზე იღენებ უწყვეტ ძალას ჰიდრავლიკური ძრავებისგან. 

 

 

T-L-ის ცენტრალური პივოტები სპეციალურად შექმნილია დაბალი სიჩქარით მუშაობისთვის, მაღალი მაბრუნი მომენტით, რომელიც ორივე მიმართულებით თანაბარია. პლანეტარული გადაცემა კი მუშაობს თითქმის 90%-იანი ეფექტურობით, რაც მაქსიმალურად ამცირებს სიმძლავრის დანაკარგებს. 

ერთის ნაცვლად არსებული სამი გადაცემა ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას დატვირთვის გადანაწილების ხარჯზე. სარეზერვო მაბრუნი მომენტი იცავს გადაცემის კოლოფს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს ცენტრალური პივოტის უწყვეტ მუშაობას ნებისმიერ სიჩქარეზე. 

ასევე არჩევითია კბილანა-ხრახნული გადაცემა, რომელიც შედარებით ბიუჯეტურია და პლანეტარული გადაცემის მსგავსად ყველაზე ეფექტურია მსგავს გადაცემებს შორის. ორივე გადაცემა დაცულია საუკეთესო გარანტიით საირიგაციო ინდუსტრიაში: 8 წელი/24 000 საათი პლანეტარულის, ხოლო 8 წელი/16 000 საათი კბილანა-ხრახნული გადაცემის შემთხვევაში. 

მარტივად მისადგომია ტექნიკური სამუშაოებისთვის, T-L ცენტრალური პივოტების გადაცემები მთლიანად დახურულია და პირდაპირ კომბინირებულია ძრავთან, რის გამოც აღარ არის საჭირო დამატებითი კომპონენტების არსებობა გადაბმულობისთვის, შედეგადად იღებთ ცენტრალური პივოტებს უხარვეზო მომსახურებას წლების განმავლობაში. 

შეარჩიეთ ცენტრალური პივოტები გალვანიზებული მეტალის, ალუმინის, უჟანგავი ლითონის ან ორმაგი ფენით დაფარული პოლიურეთანის მილებისგან, ხელმისაწვდომია 5’’, 6’’ (ალუმინის), 6 5/8’’, 8’’ ან 10’’ დიამეტრის მქონე მილები. 

 

T-L პივოტური ირიგაცია

  • საუკეთესო საყრდენი სტრუქტურაT-L-ის საყრდენი სისტემა მაღალ დატვირთვაზე გათვლილი ოთხი ვერტიკალური საყრდენი ბოძისგან შედგება, რომელიც ერთმანეთთან შედუღებული და შემდგომ გალვანიზებულია. მაღალ-დატვირთვაზე გათვლილი საყრდენი სისტემის სამაგრები უზრუნველყოფს აუცილებელ სტაბილურობას უსწორმასწორო რელიეფისა და არაკოფორტული პირობების შემთხვევაშიც.
  • ამძრავი სისტემა - შეარჩიე ჰიდროსტატიკური მექანიზმის ორი ტიპიდან ერთერთი: კბილანა-ხრახნული ან პლანეტარული. ორივე მათგანი უზრუნველგყოფთ მუდმივი, თანაბარი გადაადგილებისა და სანდოობის უპირატესობით, თუმცა პლანეტარულის შემთხვევაში იღებთ უკეთეს გამძლეობასა და ეფექტურობას.
  • ორმაგი ბოლტით შეერთება - მაღალ-დატვირთვაზე გათვლილ ღერძებზე განთავსებული ფერმის სამაგრები უზრუნველყოფს თანაბარ დაწოლას ფერმისა და ღერძის შეერთების თითოეულ ადგილზე. თავისუფლად შესაძლებელია თითო შეერთების ერთი ბოლტით უზრუნველყოფა, მაგრამ T-L იღენებს ორ მე-5 ხარისხის ბოლტს, რომ შეამციროს თითოეულს ბოლტზე დაწოლის ძალა.
  • მოქნილი გადაბმები - T-L-ის სისტემა აღჭურვილია ძალიან მძლავრი მოქნილი გადაბმებით, რომელიც კარგად ერგება არათანაბარ და უსწორპასწორო რელიეფს. სპეციალურად შექმნილი გარე-გადაბმები უზრუნველყოფს წყლის სრულად გატარებას, წნევის მინიმალური დანაკარგებით.

 

არჩევითი ტექნიკური მახასიათებლები

ჰიდროსტატიკური ამძრავი

ამძრავი სისტემა

შეარჩიე ჰიდროსტატიკური მექანიზმის ორი ტიპიდან ერთერთი: კბილანა-ხრახნული ან პლანეტარული. ორივე მათგანი უზრუნველგყოფთ მუდმივი, თანაბარი გადაადგილებისა და სანდოობის უპირატესობით, თუმცა პლანეტარულის შემთხვევაში იღებთ უკეთეს გამძლეობასა და ეფექტურობას.


GPS კონტროლი

GPS კონტროლი

  • ავტომატური შეჩერება/უკუსვლა
  • პოზიციური გაჩერება
  • დაბოლოების დამაწვიმებელი გამაფრქვევლის კონტროლი

დამაწვიმებელი გამაფრქვეველი

 

დაბოლოების დამაწვიმებელი გამაფრქვევლის გამაძლიერებელი

ჰიდრავლიკით მომუშავე დაბოლოების დამაწვიმებელი გამაფრქვევლის გამაძლიერებელი ზრდის სისტემის დაფარვის არეალს.


 

ავტომატრი უკუსვლა

 

ავტომატური უკუსვლა

იდეალურის სისტემებისთვის, სადაც ნაკვეთში არსებული წინააღმდეგობები ხელს უშლის სისტემის სრულ, 360°-იან შემობრუნებას.


 

პოზოციური გაჩერება

 

პოზიციური გაჩერება

გააჩერეთ თქვენი პივოტი წრის ნებისმიერ გრადუსზე T-L-ის არჩევითი პოზიციური გამაჩერებლის შემთხვევაში.


 

დაბოლოების დაწვიმებითი გამაფრქვეველი

 

დაბოლოების დაწვიმებითი გამაფრქვევლის ავტომატური გამორთვა

საბოლოების დაწვიმებითი გამაფრქვევლის გამორთვა ჰიდრავლიკით აქტიურდება მეტი სანდოობისთვის.


 

მილების მასალების და ზომები

 

მილების მასალები და ზომები

გალვანიზებული: 5'', 6 5/8'' და 10''

ალუმინი: 6'' და 8''

პოლიურეთანით დაფარვა ზრდის მილების გამოყენების ვადას წყლის არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში


 

საბურავების არჩევანი

 

საბურავების არჩევანი

11.2×24, 14.9×24, 16.9×24, 11.2×38

შემატყობინე როდის იქნება

ცენტრალური პივოტი