აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

კუთხოვანი პივოტი

აირჩიეთ:
კუთხოვანი პივოტი
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
T-L Irrigation
ქვეყანა
ამერიკა

პროდუქტის აღწერა

წყლით თანაბარი დაფარვა და მეტი ფართობი ნაკლები დანახარჯებით

 

კუთხოვანი საირიგაციო სისტემების წარმოების 30 წლიანი გამოცდილებით, გთავაზობთ სისტემებს საუკეთესო წარმადობითა და სანდოობით.

 

T-L-ის კუთხოვანი მკლავები აღჭურვილია T-L-ის მიერ დაპატენტებული გადაბმულობის საკონტროლო უნიკალური სისტემით. კუთხოვანი მკლავი გადაადგილდება პლანეტარული მექანიზმებით, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ჰიდრავლიკურ ძრავთან, რაც საშუალებას იძლევა კუთხე მაქსიმალურად მახვილი იყოს და შესაძლებელი გახდეს ნაკვეთის მაქსიმალურად დაფარვა.

 

რბილი და ზუსტი გადაადგილება მიიღწევა მძლავრი ჰიდრავლიკური ცილინდის საშუალებით. რომ შევადაროთ T-L-ის ჰიდრავლიკური სისტემა, ელექტროს: T-L-ის კუთხოვანი საირიგაციო სისტემა გადაადგილდება უფრო მარტივი, უსაფრთხო, დაბალვოლტაჟიანი საკონტროლო კომპონენტებით, რომლებიც ამუშავებენ მძლავრ და საიმედო ჰიდრავლიკურ სისტემას. ეს გამორიცხავს მაღალი ვოლტაჟის ელექტროენერგიის, ელექტრო ძრავების, კონტაქტორების, გადამრთველების, რელეების, ტრანსფორმატორების, რედუქტორების და სხვა კომპონენტების საჭიროებას.

 

T-L-ის მუდმივი გადაადგილების სისტემა ამცირებს კუთხოვანი შეერთების ცვეთას, რადგან მკლავი მუდმივად გადაადგილდება და არ აქვს განუწყვეტელი შეჩერება-დაძვრის ციკლი. T-L-ის კუთხოვანი სისტემის გადაადგილება მუდმივია და ინარჩუნებს თანაბარზომიერ სიჩქარესა და შეერთების პოზიციას.

 

T-L კუთხოვანი პივოტი

  • მოქნილი კუთხოვანი შეერთება - T-L-ის მოქნილი კუთხოვანი შეერთება გადასცემს პივოტის თანაბარზომიერ, მუდმივ გადაადგილებას სისტემის კუთხოვან მკლავსაც
  • მაქსიმალურად გაზარდეტ მორწყვის ფართობი - T-L-ის კუთხოვანი მორწყვის სისტემის მოქნილობა, საშუალებას იძლევა დაიფაროს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფაქსიმალური მოცულობა
  • პლანეტარული გადაცემა - ჰიდრავლიკის ძრავი პირდაპირ დაკავშირებულია პლანეტარულ გადაცემასთან, რაც საშუალება იძლევა მაქსიმალურად შემცირდეს მკლავის მოხვევის კუთხე

 

GPS ნავიგაცია

 

GPS ნავიგაცია

T-L-ის კუთხოვანი პივოტის GPS ნავიგაციის სისტემა სრულყოფილია თავისი სიმარტივის გამო.

 

გააჩნია RTK სიზუსტე და საბურავის მოხვევის კუთხის სენსორი (WAS) მაქსიმალური სიზუსტისთვის, კომპლექტი მოიცავს საბაზისო სადგურს, რაც გამორიცხავს ფასიანი მომსახურების გამოწერის საჭიროებას. სისტემა უკავშრდება არაერთ სატელიტს, რაც მინიმუმამდე ამცირებს ქარსაცავი ზოლების მიერ კავშირის დაკარგვის ალბათობას და ასევე ელექტროგადამცემი ხაზები ვერ ახდენს გავლენას სისტემის გამართულ მუშაობაზე. ოპერატორს შეუძლია მარტივად შეცვალოს გადაადგილების ტრაექტორია მარტივი "სწავლის" ფუნქციით.

 

გარანტირებულა უზუსტესი გადაადგილება ყოველი ბრუნის შემდგომ, სწრაფი ჩართვა და შესაძლებელია მუშაობის პროცესის თვალის დევნება რეაურ დროში. უსაფრთხოება გარანტირებულია დაბალი ვოლტაჟის გამო (24 VDC) და არ არის საჭირო ნიადაგში ელექტრო სადენების ჩადება.

შემატყობინე როდის იქნება

კუთხოვანი პივოტი