აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ხაზოვანი საირიგაციო სისტემა

აირჩიეთ:
ხაზოვანი საირიგაციო სისტემა
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მწარმოებელი
T-L Irrigation
ქვეყანა
ამერიკა

პროდუქტის აღწერა

თქვენს ნაკვეთზე მორგებული საირიგაციო სისტემა წყლის ზუსტი მართვით

 

T-L-ის ხაზოვანი საირიგაციო სისტემა მოიხმარს 60%-ით ნაკლებ წყალს მიღვარვით მორწყვასთან შედარებით და მართკუთხა ნაკვეთების ფართობის 98%-ს ფარავს. T-L-ის უწყვეტი მოძრაობის გამო, ფართობის წყლით დაფარვა თანაბარია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა სისტემით ხდება პესტიციდებისა და სასუქების შეტანა. თითოეული გამაფრქვეველი ანაწილებს წყალს თანაბარი რაოდენობით, მიუხედავად სისტემის ნაკვეთში მდებარეობისა, რის გამოც სისტემა იდეალურია დაბალი წნევით შეტანის შემთხვევაში.

 

T-L-ის ხაზოვანი საირიგაციო სისტემა იზიარებს იგივე ჰიდროსტატიკურ დიზაინის უპირატესობებს, რაც გააჩნია პივოტებს და შესაძლოა იმუშაოს კვლებში მოთავსებული, მიწისზედა თუ ნიადაგში ჩაფლული სადენის მიხედვით. ხაზოვანი სისტემის მუშაობა ასევე შესაძლებელია იმრთოს GPS სანავიგაციო სისტემით, უფრო ზუსტი გადაადგილებისთვის. წყალი შესაძლოა მიეწოდოს, როგორც არხიდან, ასევე მიმაგრებული მილიდან. თქვენ შეგიძლიათ თავად გააკეთოთ არჩევანი რბილ ან მყარ მილებს შორის, მაქსიმუმ 200 მ, ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვადასხვა დიამეტრის მილი, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე.

 

ხაზოვანი სარწყავი სისტემა

 

  1. მართვის სისტემა - T-L-ის ხაზოვანი საირიგაციო სისტემა შეიძლება იმართოს GPS-ის საშუალებით. სისტემამ შესაძლოა იმუშაოს კვლებში მოთავსებული, მიწისზედა თუ ნიადაგში ჩაფლული სადენის მიხედვით.
  2. წყლის მიწოდება - წყალი შეიძლება მიეწოდოს როგორც არხიდან, ასევე 200 მეტრამდე სიგრძის მიმაგრებული მილიდან
  3. წყლის დაზოგვა - T-L-ის ხაზოვანი საირიგაციო სისტემა მოიხმარს 60%-ით ნაკლებ წყალს, მიღვარვით მორწყვასთან შედარებით და თითქმის სრულად ფარავს ნაკვეთის ზედაპირს

 

ULTRA LINEAR TRACTOR

ULTA LINEAR TRACTOR

 

T-L-ის "ULTRA Linear Tractor" საშუალებას გაძლევთ მორწყოთ მომიჯნავე, პარალელური ნაკვეთები ერთი სისტემით. სისტემა ბრუნავს 4-ბორბლიანი ამძრავის მიმართ კვლების, სადენის, ბეტონის არხის თუ ნიადაგში ჩამარხული სადენის მითითების მიხედვით. ამძრავი შესაძლოა მობრუნდეს, რომ შესძლებლობა მიეცეს სარწყავ სისტემას იმუსაებს სხვადასხვა მიმართულებით.

  • გაზარდეთ მორწყული ფართობები ერთი სისტემის მეშვეობით
  • მორწყეთ L ფორმის ნაკვეთი
  • შეამცირეთ ფიზიკურ სამუშაოზე გაწეული დანახარჯები 90%-ით სხვა ტრადიციულ მორწყვის მეთოდებთან შედარებით
  • ინდუსტრიაში ერთადერთი სისტემა რომელსაც შეუძლია რეალურ დროში გაზომილი მონაცემების მიხედვით შეცვალოს სიჩქარე
  • სიჩქარის სენსორები ჰიდრავლიკურ ძრავებზე ყოველ დამაბოლოვებელ კოშკთან
  • მოსახერხებელი ამძრავი სისტემა, რომელიც შეიძლება მოერგოს სხვადასხვა წყლის მიწოდების წყაროს და მართვის მეთოდს

 

GPS ნავიგაცია

GSP ნავიგაცია

 

T-L-ის GPS ნავიგაციის ხაზოვანი სისტემა სრულყოფილი დიზაინის სიმარტივით

სისტემას გააჩნია RTK (Real Time Kinematic) სანტიმეტრიანი სიზუსტის პოზიციონირების სისტემა და პაკეტში მოყვება საბაზისო სადგური, რათა თავიდან აირიდოთ ფასიანი სერვისის გამოწერის აუცილებლობა. სისტემა პარალელურად უკავშირდება არაერთ სატელიტს, რის გამოც მინიმუმადეა დაყვანილი სიგნალის დაკარგვის ალბათობა ხეების ან სხვა წინააღდეგობების გამო, ასევე ელექტრო გადამცემი ხაზები გავლენას ვერ ახდენს სისტემის მუშაობაზე.

 

სისტემას ირთვება სწრაფად, 1 წუთზე ნაკლებ დროში და რეალურ დროში დიაგნოსტიკი ფუნქცია, სისტემის გამართულად მუშაობისთვის. უსაფრთხოება გარანტირებულია დაბალი ვოლტაჟის გამო DC (24VDC) და არაა საჭირო ნიადაგში დამარხული, მიწისზედა თუ კვლებში ჩადებული სადენები, რასაც თავისმხრვის მონტაჟის და მომსახურების ხარჯები ახლავს.

შემატყობინე როდის იქნება

ხაზოვანი საირიგაციო სისტემა