ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა სახეობის ღვინო ან მაღალალკოჰოლური სასმელი იმსახურებს ინდივიდუალურ მიდგომას, რათა გამოავლინოს სრული პოტენციალი, უნიკალურობა და გემო.
მუხის მრავალი სახეობა, გამოწვის ხარისხი და სტრუქტურა თითოეულ მეღვინეს აძლევს საშუალებას გააკეთოს სწორი არჩევანი, რათა მიღებული პროდუქტი იყოს უნიკალური. ხოლო ჩვენი გაყიდვების გუნდი დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში, რათა იყოს დაცული ენოლოგიური სტანდარტები.
წარმოების პროცესში, კასრის შემადგენელი კომპონენტების დამუშავებისას ჩვენი ოსტატები უზრუნველყოფენ ტრადიციული და სწორი ტექნიკის გამოყენებას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გამოწვის ეტაპს, რათა ვიყოთ სრულად დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები და მივაღწიოთ უმაღლეს ხარისხს.
გაეცანით ჩვენს გამოცდილებას და პროდუქციას:
მუხის ტიპები
რადგან ყველა ღვინო თავისებურად უნიკალურია, მასთან კომბინაციაში ჩვენ ვირჩევთ სხვადასხვა ტიპის მუხასა და გამოწვის ხარისხს, რათა მივიღოთ სპეციფიკური ენოლოგიური შედეგები. კასრები მზადდება ფრანგული, ამერიკული, ევროპული ან კავკასიური მუხისგან, რომელიც უნიკალური და ღირებული ნედლეულია.
ფრანგული მუხისგან (French Haute Futaie) დამზადებული კასრი, რომელიც 200 წლიანი მოთმინებისა და ტყის სპეციალური მენეჯმენტის შედეგია, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებსა და მაღალალკოჰოლურ სასმელებს, დაძველების პროცესში, ამარაგებს ტანინების კომპლექსითა და არომატული ნივთიერებებით.
ამერიკელი მეღვინეები უკვე მრავალი წელია იყენებენ ამერიკულ მუხას. მისი საშუალებით ღვინო იძენს არომატულ ინტენსივობას და ტანინების ზომიერ კომპლექსს.
ევროპული და კავკასიური მუხა გამოირჩევა ცოცხალი ტონებით; ეს არის ენოლოგიური საშუალება, დელიკატური და ცოცხალი ხილის ტონების მქონე ღვინოების მისაღებად.
ჩამოსატვირთი დოკუმენტები | PEFC სერტიფიკატი ტყის მდგრადი განვითარების მენეჯმენტისთვის |
Selection - Classic - Premium | |
ტყის მენეჯმენტის მეთოდი |
გამოწვა
თავდაპირველად გამოწვის პროცესი გამოიყენებოდა, როგორც მუხის ელასტიურობის გასაზრდელად, ასევე კასრის ფორმირებისათვის. დროთა განმავლობაში გამოვლინდა გამომწვარი მუხის ფიზიკუ-ქიმიურ სტრუქტურის დადებითი გავლენა ღვინის ენოლოგიურ თავისებურებზე, რამაც რადიკალურად შეცვალა გამოწვის პროცესის დანიშნულება.
გასული საუკუნის 80-იან წლებში SEGUIN MOREAU-ს კვლევებისა და განვითარების ჯგუფმა აჩვენა, თუ რა ცვლილებები გამოიწვია მუხის სტრუქტურაში გამოწვის პროცესმა. ხის მაკრომოლეკულების თერმულმა დეგრადაციამ წარმოქმნა მრავალ აქროლადი არომატულ ნივთიერება და გამოიწვია მუხის ტანინების ექსტენსიური დეგრადაცია.
იმ დროისთვის ამ დაკვირვებამ მეკასრეთა ინდუსტრიას ახალი ჰორიზონტი გაუხსნა. SEGUIN MOREAU-მ გააცნობიერა კასრის გამოწვის ძირითადი დანიშნულება და მოქმედება კასრის ორგანოლეპტურ პოტენციალზე.
მას შემდეგ გამოწვა წარმოების საკვანძო პროცესია. გამოწვის პროცესი SEGUIN MOREAU-ში ყოველთვის ღია ცეცხლზე ხდება, რაც ძველი ტრადიციებისა და ოსტატების უდიდესი პატივისცემის გამომხატველია.
ცეცხლის ინტენსივობისა და გამოწვის ხანგრძლივობის ცვალებადობით, ჩვენმა მკვლევარებმა შეისწავლეს გამოწვის მოქმედება და შეადგინეს ზუსტი პროტოკოლი, სწორედ ამ სტანდარტებით გამოწვას სთავაზობს Seguin-Moreau მეღვინეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ჩამოსატვირთი დოკუმენტები | Seguion Moreau-ს გამოწვის სტანდარტები |
მოდელები და ოფციები
ბორდოს სტილის, ბურგუნდიული სტილის და მაღალალკოჰოლური სასმელების კასრები წარმოადგენენ მოდელებს, რომლებიც მეკასრეთა პროფესიის სიმბოლოა, სამწუხაროდ მხოლოდ ეს ჩამოთვლილი მოდელებია, რომელიც ყველამ იცის და მასზე ყველას სმენია. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სხვადასხვა მუხის სახეობისა და სტრუქტურის კასრები, რომელთა მოცულობაც 28 ლიტრიდან 600 ლიტრამდეა.
თითოეული კასრის მოცულობა გავლენას ახდენს სითხესა და შეხების ზედაპირს შორის ურთიერთმოქმედებაზე. ეს მნიშვნელოვანი პარამეტრის, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ კასრის შერჩევისას. მოცულობა შეიძლება ინდივიდუალურად მოერგოს თითოეული ღვინის ან სპირტის მოთხოვნას.
SEGUIN MOREAU გთავაზობთ კასრების აქსესუარების ფართო სპექტრს: ფერადი ფოლადის სალტეებს, ტრადიციული წაბლის სალტეებს, ფიჭვის თავებს და ლაზერულ მარკირებას. ღვინის ხარისხთან ერთად შეგიძლიათ კასრები თქვენი ქარხნის ესთეტიურ კრიტერიუმებსაც მოარგოთ.
გადმოსაწერი დოკუმენტები | მუხის კასრების ასორტიმენტი |
უახლესი ინოვაციები
გაეცანით უახლეს „100% ენოლოგიურ“ ინოვაციებს SEGUIN MOREAU-ს კვლევებიდან.
გადმოსაწერი დოკუმენტები | ICÔNE Finesse |
ICÔNE Synergie | |
ICÔNE Low Aroma & High Aroma | |
ICÔNE Elégance | |
ICÔNE Blanc | |
Fraîcheur |