ლივო ინსექტო-აკარიციდი
ლივო ფოთლოვანი, კონტაქტური მოქმედების ინსექტო-აკარიციდია, რომელიც ფიზიკური მოქმედების მექანიზმს ეყრდნობა. პრეპარატი, ფოთლოვანი შესხურებით, სხვადასხვა კულტურაზე, ქერცლფრთიანი მავნებლებისა და ტკიპების გასაკონტროლებლად გამოიყენება. ლივო მწერების ეგზოჩონჩხზე ცვილისებრი გარსის დაზიანებით მოქმედებს, რომელიც კვების სწრაფ შეწყვეტას, დეჰიდრატაციას და სიკვდილიანობას იწვევს.
სამიზნე მავნებელი
| მავნებელი | კულტურა |
| ბუგრები | ვაზი, მარწყვი, ციტრუსი, კომბოსტო, კიტრი, სალათი, ნესვი, ხახვი, წიწაკა, პომიდორი, პარკოსნები, პრასი, დეკორატიული, ვარდი, თამბაქო |
| ჭიჭინობელა | ვაზი, შავი მოცხარი, ჟოლო, ციტრუსი, კივი, კურკოვანი ხეხილი, დეკორატიული |
| ტკიპა | ვაზი, შავი მოცხარი, მარწყვი, ჟოლო, ციტრუსი |
| ფრთათეთრა | ვაზი მარწყვი, კომბოსტო, კიტრი, სალათი, ნესვი, წიწაკა, პომიდორი, ყაბაყი, ზეთისხილი, ვარდი, თამბაქო |
| ფსილა | შავი მოცხარი, ჟოლო, ციტრუსი, კივი, კურკოვანი ხეხილი, დეკორატიული |
გამოყენების წესი
მაღალი დონის ეფექტურობის მისაღწევად, ლივო ინვაზიის პირველივე ნიშნებისას გამოიყენეთ, რომლებიც L1-L2 თაობებისკენაა მიმართული. წამლობისას გამოიყენეთ შესასხურებელი, რომელიც მცენარეს პრეპარატით სრულად დაფარავს, თავიდან აიცილებთ ჩამოღვრას და ფოთლის ორივე მხარეს შესხურებას უზრუნველყოფს. დაბალი კულტურების შემთხვევაში, შესაწამლ დანადგარს შესაძლოა ცვლილება დასჭირდეს, მაგალითად, ჰაერის დამხმარე შემასხურებლების გამოყენება. ლივოს გამოყენებას სიცხეში თავი აარიდეთ, როდესაც მავნებლები, სავარაუდოდ, დამალულები არიან. ყურადღებით დააკვირდით მცენარეს და საჭიროების შემთხვევაში, წამლობები 7 დღის ინტერვალით გაიმეორეთ.
ლივო ფიზიკურად მოქმედი პესტიციდია, ამიტომ კონცენტრაციის ცვლილებით იცვლება თვისებებიც. დაბალი კონცენტრაციით ლივო აღარ მოქმედებს როგორც ინსექტიციდი, არამედ როგორც დამხმარე დამარბილებელი (დამატენიანებელი) საშუალება და უფრო მაღალი კონცენტრაციით შეიძლება იმოქმედოს როგორც ჰერბიციდმა. აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ლივოს სწორ კონცენტრაციას წყლის მოცულობასთან მიმართებით, რომელიც კარგი შედეგის მისაღწევად გამოიყენება.
მოქმედი ნივთიერება - ფორთოხლის ზეთი 600გ/ლ გახსოვდეთ, გამოიყენეთ ლივო 0.1-0.2%-ით მაქსიმუმ 2ლ/ჰა.
სარგებელი
- მოქმედების ფართო სპექტრი
- ერევა როგორც ქიმიურ ისე სხვა ორგანულ პესტიციდებსა და სასუქებს.
- ლოდინის პერიოდი - 0 დღე გამოიყენება ორგანულ მეურნეობებში
- მავნებელი ლივოს მიმართ არ ავლენს რეზისტენტობას
- დაშვებულია ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში გამოსაყენებლად.