შენზი - ინსექტიციდი
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

შენზი

პროდუქტის კოდი: 00-00018795
38.00
აირჩიეთ:
50 მლ
500 მლ
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ქლორანტრანილიპროლი 400 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
UPL
ქვეყანა
ინდოეთი

პროდუქტის აღწერა

შენზი

 

ინსექტიციდი ვაშლის, ქლიავის, კარტოფილის, ვაზის, პომიდვრის, სიმინდის, კაკლოვნების, კენკროვნების და ბოსტნეულის მავნებლების საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის.

თავსებადობა სხვა პესტიციდებთან: შენზი40%  თავსებადია უმეტეს ფუნგიციდებთან და ინსექტიციდებტან. მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი შემოწმება ქიმიურ თავსებადობაზე.

დამცავი მოქმედების პერიოდი: არანაკლებ 14 დღე.

სელექციურობა: არასელექციური.

მოქმედების სიჩქარე: დამუშავებიდან რამდენიმე საათში მავნებლები წყვეტენ კვებას, ხდებიან უმოძრაონი და ცვივიან მცენარეებიდან. მავნებლების სიკვდილი დგება პრეპარატის მიღებიდან 2 - 4 დღეში.

ფიტოტოქსიკურობა: შენზი40% არ არის ფიტოტოქსიკური დამუშავებული კულტურებისთვის, ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციებით გამოყენებისას.

კულტურების ტოლერანტობა: გამოყენების რეგლამენტის დაცვის შემთხვევაში, დამუშავებული კულტურები ტოლერანტულია  ინსექტიციდ შენზი40%  -ის მიმართ.

რეზისტენტობა: სხვა ქიმიური ჯგუფების ინსექტიციდებთან მონაცვლეობისას, რეზისტენტობის წარმოქმნა ნაკლებად სავარაუდოა.

რამდენიმე წლის განმავლობაში ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე, ერთი და იგივე მოქმედების მექანიზმის მქონე ინსექტიციდების მრავალჯერადი გამოყენებისას, ხდება  ნაკლებად მგრძნობიარე მავნებლების პოპულაციების ბუნებრივად ფორმირება, რომლებსაც შეუძლიათ გადარჩნენ, გამრავლდნენ და საბოლოოდ გაბატონდნენ ნაკვეთზე. მავნებლების განვითარების თავიდან აცილება ან შეფერხება შესაძლებელია მოქმედების სხვა მექანიზმის მქონე ინსექტიციდებით დამუშავების მონაცვლეობით. შენზი40%  მიეკუთვნება ინსექტიციდების 28-ე ჯგუფს (რიანიდინის რეცეპტორების მოდულატორი) IRAC კლასიფიკაციის მიხედვით. ინსექტიციდ შენზი-ს ან 28-ე ჯგუფის სხვა ინსექტიციდების განმეორებითმა ან მუდმივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მწერების რეზისტენტული ხაზების განვითარება ზოგიერთ კულტურაში. რეზისტენტობის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად, ინსექტიციდ შენზი40% -ის გამოყენება შემოიფარგლება სეზონზე ორი დამუშავებით. შენზი40% უნდა გამოიყენოთ ანტირეზისტენტულ და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ პროგრამებში, მათ შორის ბრძოლის მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდების შემთხვევაში, ასევე მოქმედების სხვადასხვა მექანიზმის მქონე ინსექტიციდების მონაცვლეობითი გამოყენებით ერთი და იგივე მავნებლის თანმიმდევრულ თაობებში.

 

მოქმედების მექანიზმი

 

შენზი40%  ანადგურებს მავნებლებს მათი საჭმლის მომნებელ ტრაქტში მოხვედრისას ან მათთან კონტაქტის შემთხვევაში, მავნებლის, კულტურისა და გარემო პირობების  მიხედვით. შენზი40% ეფექტურია მავნებლების მატლების წინააღმდეგ და ასევე აქვს ოვიციდური მოქმედება ზოგიერთ სახეობაზე. შენზი40%  ააქტიურებს მწერების რიანიდინის რეცეპტორებს. ეს გააქტიურება ასტიმულირებს კალციუმის გამოყოფას გლუვი და ზოლიანი კუნთოვანი ქსოვილის შიდა მარაგებიდან, რაც იწვევს კუნთების რეგულაციის დაზღვევას, დამბლას და საბოლოოდ მწერების სიკვდილს. ინტოქსიკაციის შემდეგ მწერი სწრაფად წყვეტს მოძრაობას და ასევე კვებას. მგრძნობიარე მწერები 2-4 დღეში კვდებიან.

 

კულტურა ხარჯვის ნორმა(ლ/ჰა) სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) მავნე ობიექტი გამოყენების პერიოდი ლოდინის პერიოდი (დღე) დამუშავების ჯერადობა
ვაშლი, მსხალი 0,075-0,15 700 - 1500 ნაყოფჭამიები, ფოთლიხვევიები ვეგეტაციის პერიოდში 14/2
კარტოფილი 0,025-0,03 400-მდე კოლორადოს ხოჭო ვეგეტაციის პერიოდში 14/2
ვაზი 0,075-0,14 400 - 1000 ყურძნის ჭია ვეგეტაციის პერიოდში 3-30/2
პომიდორი 0,07-0,10 400 - მდე ბამბის ხვატარი ვეგეტაციის პერიოდში 3-30/2
სიმინდი 0,05-0,075 100 - 700 ბამბის ხვატარი, სიმინდის ღეროს ფარვანა ვეგეტაციის პერიოდში 7/2
კაკლოვნები 0,18-0,28 1000 - 1700 ნაყოფჭამიები ვეგეტაციის პერიოდში 14/2
კენკროვნები 0,18-0,28 1000 - 1700 ნაყოფჭამიები, ფოთლიხვევიები ვეგეტაციის პერიოდში 10/2
ფოთლოვანი ბოსტნეული (არაჯვარყვავილოვანი) 0,13-0,26 400 კომბოსტოს ხვატარი, ბამბის ხვატარი, კარადრინა, თამბაქოს ფოთლიხვევია ვეგეტაციის პერიოდში 14/2
ნესვი 0,08-0,20 400-500 ალურა, კარადრინა, კომბოსტოს ხვატარი, ჩრჩილები, თამბაქოს ფრთათეთრა ვეგეტაციის პერიოდში 7/2
საზამთრო 0,13-0,20 400-500 ალურა, კარადრინა, კომბოსტოს ხვატარი, ჩრჩილები, თამბაქოს ფრთათეთრა ვეგეტაციის პერიოდში 7/2
გოგრა 0,20-0,25 400-500 ალურა, კარადრინა, კომბოსტოს ხვატარი, ჩრჩილები, თამბაქოს ფრთათეთრა ვეგეტაციის პერიოდში 7/2

 

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

შენზი