აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ობერონ რაპიდი

პროდუქტის კოდი: CT000001969
224.20
აირჩიეთ:
1 ლ.
10 მლ.
100 მლ.
250 მლ.
50 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
აბამექტინი 11,4 გ/ლ, სპირომეზიფენი 228,6 გ/ლ.
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
Bayer AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

კონტაქტურ - სისტემური მოქმედების აკარიციდი, ხეხილში ტკიპების რაოდენობის კონტროლისთვის

მოქმედების მექანიზმი

ობერონ® რაპიდი - ახალი თაობის ინსექტო აკარიციდი, ორი მოქმედი ნივთიერებით:

სპირომეზიფენი - წარმოადგენს ტეტრონული მჟავების ახალ ქიმიურ კლასს (კეტოენოლები), რომელიც ახდენს ლიპიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებას.

აბამექტინი - ქიმიური კლასი ავერმექტინი. ააქტიურებს გამა ამინოცხიმოვანი მჟავების გამონთავისუფლებას, რის გამოც ითრგუნება ნერვული იმპულსის გადაცემა. შესაბამისად, მოქმედების ორი ახალი და განსხვავებული მექანიზმის გამო, რომელიც ასევე გამორიცხავს რეზისტენტობის გაჩენასაც, პრეპარატი საუკეთესო ხელსაწყოა ტკიპებისა და ფრთათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ობერონ® რაპიდი საუკეთესოდ მოქმედებს ფრთათეთრებსა და ტკიპებზე, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე (კვერცხი და ჭუპრი). პრეპარატი გამოირჩევა ძლიერი ″ნოკდაუნის ეფექტით″, რაც დამუშავებიდან პირველი საათების შემდგომაც შესამჩნევია, ხოლო ბიოლოგიური ეფექტი შესაძლებელია შენარჩუნდეს 3-6 კვირა, თუმცა ეს ეფექტი დამოკიდებულია მავნებელის ტიპსა და მეტეოროლოგიურ პირობებზე.

რეზისტენტობის შემთხვევები არ გამოვლენილა, თუმცა თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, წამლობები ჩატარდეს სხვადასხვა ქიმიური კლასის პრეპარატების მონაცვლეობით.

 

გამოყენების მეთოდი და თავისებურებები

    ძალლიან მოქნილია გამოყენებაში, მავნებლების წინააღმდეგ, საწყისი ეტაპიდან მათი ხანგრძლივი კონტროლისათვის. გამოყენების ოპტიმალური ტემპერატურა არის +15°C-დან  +35°C- მდე, მაგრამ შესაძლებელია +10°C-დან დამუშავების დაწყება. უნდა შესხურდეს ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ნაზავის ხარჟვის ნორმა - 800-3000 ლ/ჰა, დამოკიდებულია კულტურაზე.

    ხეხილოვანი კულტურები: ობერონ® რაპიდი ტკიპების წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ ყვავილობის შემდგომ, მავნებლის მასობრივი გამოჩენისას. იმ შემთხვევაში თუ მავნებლების ახალი მეორე ტალღა გამოჩნდა, უნდა დამუშავდეს 30-40 დღის შემდეგ. გვერდითი ეფექტია ჭიჭინობელას და რწყილების კონტროლი.

   დახურული გრუნტის ბოსტნეული: დამუშავება უნდა დავიწყოთ მავნებლების გამოჩენის დასაწყისიდანვე, ინტერვალი 14-30 დღე. 3-7 დღის შემდეგ ობერონ® რაპიდის გამოყენებიდან, დასაშვებია ენტომოფაგების ბიოაგენტების გამოშვება (დამოკიდებულია მათ სახეობაზე). ორანჟერეის ფრთათეთრას წინააღმდეგ დამუშავება იწყება, მატლების გამოჩეკვიდან, სამუშაო ნაზავის კონცენტრაციით 0,1%.

 

სელექციურობა

    ხარჯვის ნომრის დაცვის შემთხვევაში დარეგისტრირებულ კულტურებზე, ფოტოტოქსიკურობა არ აღინიშნება.

 

რეზისტენტობა

რეზისტენტობის შემთხვევები არ გამოვლენილა. თუმცა რეზისტენტობის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია სხვადასხვა ქიმიური კლასის პრეპარატებით მუშაობა.

 

გამოყენება

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა (ლ/ჰა) გამოყენების დრო და მეთოდი ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა)
ხეხილი ტკიპები 0.6-0.8 შესხურება ვეგეტაციის პერიოდში. სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა - 800-1200 ლ/ჰა 40 (2)
ბოსტნეული ჩვეულებრივი აბლაბუდიანი ტკიპა, ორანჟერეის ფრთათეთრა 0.5-0.8

შესხურება ვეგეტაციის პერიოდში 0.05-0.08% კონცენტრაციით.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა - 1000-3000 ლ/ჰა
3 (2)

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ობერონ რაპიდი