ვაიეგო
აგრო-კონსულტაცია: +995 322 500 900
პროდუქცია
გალერეა ჩვენს შესახებ კონტაქტები

ვაიეგო

პროდუქტის კოდი: 00-00012787
562.66
აირჩიეთ:
1 ლ.
50 მლ.
250 მლ.
დიდი რაოდენობით შეძენისთვის: 📞 დაგვიკავშირდით 0322500900 ან 📍 გვეწვიეთ უახლოეს ფილიალში.
დამატება
ონლაინ განვადება შესაძლებელია 50-დან 15 000 ლარამდე ღირებულების პროდუქციის შეძენისას ✔️
ადგილზე მიტანის მომსახურება: 7.00 (საკურიერო კომპანია) ჩაბარების ვადა 1-2 სამუშაო დღე ქალაქი:
აირჩიეთ მუნიციპალიტეტი მიტანის საფასურისა და ვადის გასაგებად აქედან.

გააზიარე პროდუქტი

შეძენისთვის გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

შესვლა ან რეგისტრაცია

პროდუქტის დეტალები

მოქმედი ნივთიერება
ტეტრანილიპროლი 200 გ/ლ
პრეპარატული ფორმა
სუსპენზიის კონცენტრატი
მწარმოებელი
BAYER AG
ქვეყანა
გერმანია

პროდუქტის აღწერა

ვაიეგო® - ახალი სისტემური ინსექტიციდი, მოქმედების ფართო სპექტრით, მიეკუთვნეა ატრანილის დიამიდების ქიმიურ კლასს, ეფექტურია მწერების განვითარების ყველა სტადიაზე: კვერცხი, მატლი ლარვა და ზრდასრული

 

მოქმედების მექანიზმი

ტეტრანილიპროლი ამოდულირებს კალციუმის გამოთავისუფლებისთვის საჭირო, რიანოდინული არხის რეცეპტორის აქტივობას, რომელიც თავის მხრივ ჩართულია კუთნების შეკუმშვის პროცესში.

ვაიეგო®-ს მოქმედი ნივთიერება, ტეტრნილიპროლი ამოდულირებს და ხელს უწყობს რიანოდინული რეცეპტორების ღია მდგომარეობაში შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ ახდენს უკონტროლო გზით კალციუმის გამოთავისუფლებას. როდესაც მავნებელი ყლაპავს ვაიეგო®-ს, გამოთავისუფლებული კალციუმი იწვევს კუნთების უკონტროლო შეკუმშვას, რის შედეგადაც მავნებელი წყვეტს კვებას. გამომდინარე იქიდან, რომ ტეტრანილიპროლი ძირითადად მოქმედებს მავნებლის მიერ მისი ჩაყლაპვის გზით, იგი ხასიათდება ასევე კონტაქტური მოქმედებით. ვაიეგო® ეფექტურია მავნებლის განვითარების ყველა ეტაპზე, კვერცხიდან ზრდასრული მწერის ჩათვლით.

 

ვაიეგო® მოქმედებს სწრაფად

გამომდინარე იქიდან რომ ტეტრანილიპროლი მოქმედებს მწერების მიერ მისი ჩაყლაპვის შედეგად მას აქვს კონტაქტური მოქმედება. ლარვა წყვეტს კვებას თითქმის მყისიერად, კარგავს კუნთების კონტროლს და მობილობას. 1-2 საათის განმავლობაში მათი რაოდენობა ნახევრდება თავდაპირველ რაოდენობასთან შედარებით.

 

უპირატესობები

  • ვაიეგო® მოქმედებს მრავალ მავნებელზე: ვაშლის ნაყოფჭამია, მუხლუხო, ვაშლის ხერხია, ბუგრები, აღმოსავლური ნაყოფჭამია, მტაცებელი ბაღლინჯო, კოკრიჭამია ცხვირგრძელა, ვაშლის ბუზი, ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი, ვაზის ფოთლიხვევია, მდელოს ხვატარი, კოლორადოს ხოჭო, ღეროს ფარვანა, მიწის რწყილები, ბამბის ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი, კომბოსტოს ხვატარი
  • დადასტურებული მოქმედება მავნებლების განვითარების ყველა ეტაპზე: კვერცხიდან ზრდასრული მწერის ჩათვლით
  • სწრაფად მოქმედი: მავნებლები წყვეტენ კვებას მყისიერად
  • უსაფრთხო მწერებისთვის: ფუტკრების დაცვისთვის ვაიეგო® გამოიყენება ყვავილობის შემდეგ.
  • მოკლე ლოდინის პერიოდი: 1-14 დღე

 

ვაიეგო

 

გამოყენება

 

კულტურა მავნე ობიექტი ხარჯვის ნორმა დამუშავებებს შორის ინტერვალი (დღე) ლოდინის პერიოდი, დღე (დამუშავების მაქს. ჯერადობა)
კარტოფილი კოლორადოს ხოჭო, ღეროს ფარვანა, მიწის რწყილები, ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 10 14 (2)
დამუშავება ბაზოზე (თესვისას). კოლორადოს ხოჭო, მიწის რწყილები 0,675 ლ/100 მ რიგები,
0,75 ლ/ჰა (რიგებს
შორის მანძილი 90 სმ)
- - (1)
სიმინდი (საკვები და შაქრის, მათ შორის სათესლე მასალის წარმოებისთვის) ღეროს ფარვანა, ბამბის ხვატარი, ხვატარის მუხლუხო, მდელოს ხვატარი, მიწის რწყილები, ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 7 საკვები 14 შაქრის 1 (4)
ბოსტნეული: ბადრიჯანი,
ტკბილი წიწაკა,
პომიდორი
კოლორადოს ხოჭო, ხვატრის მუხლუხო, მდელოს ხვატარი, მიწის რწყილები, ღეროს ფარვანა, ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 5 1 (4)
ფოთლოვანი ბოსტნეული: ბროკოლი, ქინძი, კომბოსტო, კამა, ბოლოკი, ისპანახი, სალათი კომბოსტოს მუხლუხო, კომბოსტოს ჩრჩილი, ხვატრის მუხლუხო, მდელოს ხვატარი, მიწის რწყილები, ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა  5 1 (4)
კომბოსტოს ხვატარი (დათრგუნვა) 0,225 ლ/ჰა 5 1 (4)
კომბოსტოს სახეობები: ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო

კომბოსტოს მუხლუხო, კომბოსტოს ჩრჩილი, ხვატრის მუხლუხო, მდელოს ხვატარი, მიწის რწყილები, ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 5 1 (4)
კომბოსტოს ხვატარი (დათრგუნვა) 0,225 ლ/ჰა  5 1 (4)
თესლოვანი ხეხილი: ვაშლი, მსხალი, კომში


ვაშლის ნაყოფჭამია, მცოცავი მუხლუხო, ვაშლის ნაყოფის ხერხია 0,225 ლ/ჰა 7 7 (3)
ბუგრები(დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 7 7 (3)
აღმოსავლური ნაყოფჭამია, მტაცებელი ბაღლინჯო (დათრგუნვა), კოკრიჭამია ცხვირგრძელა (დათრგუნვა), ვაშლის ბუზი (დათრგუნვა) 0,3 ლ/ჰა 7 7 (3)
კურკოვანი ხეხილი: გარგარი, ბალი, ალუბალი, ვაშლატამა, ატამი, ქლიავი


მცოცავი მუხლუხო, ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი 0,225 ლ/ჰა 1 5 (3)
ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 1 5 (3)
აღმოსავლური ნაყოფჭამია,კოკრიჭამია, ცხვირგრძელა(დათრგუნვა) 0,3 ლ/ჰა 1 5 (3)
ვაზი ვაზის ფოთლიხვევია, ყურძნის ჭია 0,225 ლ/ჰა  7 14 (4)
კაკლოვნები: ნუში, წაბლი, თხილი, პეკანი, კაკალი


ნაყოფჭამია, მუხლუხო, ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი 0,225 ლ/ჰა 7 10 (4)
ბუგრები (დათრგუნვა) 0,15 ლ/ჰა 7 10 (4)
აღმოსავლურინაყოფჭამია 0,3 ლ/ჰა 7 10 (4)
პარკოსნები: სოია ხვატრის მუხლუხო, მდელოს ხვატარი 0,15 ლ/ჰა 5 14 (2)

 

დამუშავების მეთოდი, პერიოდი: შესხურება ვეგეტაციის პერიოდში.

სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა: კურკოვანი და თესლოვანი ხეხილი, თხილი -700-1000 ლ/ჰა; კარტოფილი, სიმინდი, ბოსტნეული, პარკოსანი კულტურები - 300-400 ლ/ჰა; კომბოსტო - 300-400 ლ/ჰა; ვაზი - 400-600 ლ/ჰა

მსგავსი პროდუქცია

შემატყობინე როდის იქნება

ვაიეგო