ვუქსალ ნუტრიგარდი
ქიტოსანით და მიკროელემენტებით ფუნქციური კვება თქვენი მცენარის სტრესის გამძლეობის გასაძლიერებლად.
ვუქსალ ნუტრიგარდი არის მაღალეფექტური ფოთლოვანი სასუქი ქიტოსანის შემცველობით, რომელიც ააქტიურებს მცენარის თავდაცვით მექანიზმს, ზრდის სტრესის მიმართ გამძლეობას და ეფექტურად ამარაგებს მას მიკროელემენტებით, როგორიცაა მანგანუმი, თუთია, რკინა და ბორი.
შემადგენლობაში არსებული ქიტოსანი უნიკალურადაა ფორმულირებული მაქსიმალური ეფექტიანობის მისაღწევად და უზრუნველყოფს მოქმედების უმაღლეს დონეს. ქიტოსანი ასტიმულირებს მცენარის დაცვის მრავალ მექანიზმს, რაც განაპირობებს მის მაღალ გამძლეობას როგორც აბიოტური, ისე ბიოტური სტრესების მიმართ, მათ შორის გვალვისა და მარილიანობის სტრესის; ასევე დაავადებების მიმართ. ხელს უწყობს ანტიოქსიდანტური აქტივობის ზრდას, რაც უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების დეტოქსიკაციას, უჯრედული დაზიანებების პრევენციას და მცენარის სწორი ზრდისა და განვითარების შენარჩუნებას. გარდა ამისა, კალიუმი მისი მნიშვნელოვანი ოსმოსური ფუნქციის წყალობით აუმჯობესებს წყლის გამოყენების ეფექტიანობას.
ბალანსირებული ფორმულაცია წარმოადგენს სრულყოფილ კომპლექსურ გადაწყვეტას, რომელიც საიმედოდ ამზადებს მცენარეებს შესაძლო სტრესული პირობებისთვის, ამარაგებს მათ აუცილებელი საკვები ელემენტებით და აძლიერებს მცენარის საკუთარ თავდაცვით სისტემებს, რაც უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლისუნარიანობას.
უპირატესობანი
- ქიტოსანი მოქმედების უმაღლესი აქტივობით
- ააქტიურებს მცენარის გამძლეობას ბიოტური და აბიოტური სტრესების მიმართ
- კარგად დაბალანსებული საკვები ელემენტების მიწოდება აზოტის, კალიუმის და მიკროელემენტების შემცველობით
- EDTA-ხელატირებული მიკროელემენტები უზრუნველყოფს მაქსიმალურ ათვისებასა და არასასურველი რეაქციების თავიდან აცილებას
- საკვები ელემენტების შესანიშნავი ათვისება
- უსაფრთხო გამოყენება
- თავსებადია უმეტეს პესტიციდებთან
შემადგენლობა
ქიტოზანის შემცველი სასუქი მიკროელემენტებით.
| % წ/წ | სიმბოლო | დასახელება | გ/ლ |
| 1,3 | N | აზოტი | 15 |
| 5 | K₂O | კალიუმი | 58 |
| 0.2 | B | ბორი | 2,3 |
| 0.2 | Fe | რკინა | 2,3 |
| 0.8 | Mn | მანგანუმი | 9,3 |
| 0.8 | Zn | თუთია | 9,3 |
| 1.7 | Cₒᵣg | ქიტოზანი | 20 |
ყველა საკვები ნივთიერება წყალში ხსნადია და კათიონური მიკროელემენტები (Fe, Mn და Zn) სრულად არის ქელირებული EDTA-თი.ა
ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
- სიმკვრივე: 1,165 გ/სმ³ pH
- მნიშვნელობა: 4.0
- ფერი: ქარვისფერი